წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალი, რომელიც 27 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე გრძელდება, კინოს მოყვარულებთან ერთად, როგორც ყოველთვის, მოდის ენთუზიასტების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ცნობილი სახეები წყლის ტაქსებით მიემართებიან ფესტივალისკენ, რათა თავიანთი უახლესი ფილმების პრემიერებს დაესწრონ და წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინ იპოზიორონ.
წლევანდელ ხალიჩაზე კი ერთ-ერთი გამორჩეული შეილინ ვუდლია, რომელმაც რამდენიმე განსხვავებული და დასამახსოვრებელი იმიჯი მოირგო, რითაც საუკეთესოდ ჩაცმულთა შორის დაიმკვიდრა ადგილი.
მისი პირველი გამოჩენა ფილმ „ჯეი კელის“ პრემიერაზე შედგა, სადაც ჯორჯ კლუნი და ადამ სენდლერი მონაწილეობენ. ტრადიციული გრძელი კაბის ნაცვლად, ვუდლიმ თამამი არჩევანი გააკეთა და Kallmeyer-ის 2025 წლის შემოდგომის კოლექციის შავი ატლასის მოკლე კაბა მოირგო.
Kallmeyer-ის 2025 წლის წინა საშემოდგომო კოლექცია
ეს ელეგანტური ლუქი იმდენად ეფექტური იყო, რომ დიზაინერის სახელის გარდა, ყველას შეილინის ვარჯიშის რუტინის გაგება მოგვინდა. მინიმალისტური იმიჯი მსახიობმა ნახევრად აწეული ვარცხნილობითა და Bvlgari-ს ძვირფასი სამკაულებით გაამდიდრა, მათ შორის იყო ულამაზესი Serpenti Jewelry ყელსაბამი, საყურეები და ბეჭედი. ამ თამამმა არჩევანმა დაამტკიცა, რომ შეილინის თავდაჯერებულობა ნებისმიერ ჩაცმულობას განსაკუთრებულს ხდის.
მისი მეორე გამოჩენა ფილმის Motor City პრემიერაზე სრულიად განსხვავებულ ესთეტიკას გადმოსცემდა. შეილინმა დღისით Celine-ის 2026 წლის გაზაფხულის კოლექციის სპილოსძვლისფერი სამოსითა და ბეწვის ქურთუკით, ხოლო საღამოს კლასიკური ვენეციური გლამურით მოხიბლა საზოგადოება.
Motor Cuty-ს პრემიერაზე ვარსკვლავი Fendi-ს 2026 წლის Resort კოლექციის გრძელი, ბრჭყვიალა სეკინებით გაწყობილი კაბით გამოჩნდა. ღრმა დეკოლტემ და თავისუფალმა სილუეტმა მის სიმაღლესა და მოხდენილობას გაუსვა ხაზი, კაბა კი ზუსტად საჭირო დოზით ბრწყინავდა.
Roger Vivier Epine-ის სანდლებსა და Bvlgari-ს სამკაულებთან ერთად, ეს ლუქი უნაკლო ელეგანტურობის მაგალითი იყო. ის არ ყოფილა გადატვირთული, არამედ ბუნებრივი და დამაჯერებელი სითამამის მატარებელი, რითაც შეილინი წლევანდელი ფესტივალის მოდის საუკეთესო მომენტებში ნამდვილად ჩაიწერება.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.
სულ ხუთი დღეღა დარჩა შემოდგომამდე და გრილი დღეებისთვის გარდერობის განახლება თუ გაქვთ დაგეგმილი, მაშინ ჩვენ ამ სეზონის ყველაზე ტრენდულ, თუმცა დახვეწილ ფერთა პალიტრას გაგაცნობთ.
გიორგი მიქაუტაძე Ligue 1-ის გახსნის ტურზე Labubu-ს ტრენდული აქსესუარით გამოჩნდა. ქართველი ბომბარდირი ამჯერად მოედნის მიღმაც მოხვდა ყურადღების ცენტრში – Louis Vuitton-ის ჩანთაზე მორგებული Labubu-ს სათამაშოთი.