მოდის სამყაროში დაუწერელი წესია, რომ როცა ჰაერში ტემპერატურა დაბლა იწევს, ხოლო დღეები ხანმოკლე და რუხი ხდება, სეზონურ ფერებად მძიმე და მდიდრული პალიტრა შემოდის. ამ ყველაფერს კი ხშირად მოდის სახლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციები განსაზღვრავს. 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის ფერთა ტენდენციები ყვითელი სეზონის დუალურ ხასიათს ასახავს – აქტუალობას არ კარგავენ თბილი ფერები, თუმცა წინა პლანზე უფრო გაბედული პალიტრა გადმოდის.
2023 წელს დაწყებული ბარბის ვარდისფრის „ეპიდემიის" შემდეგ, ნელ-ნელა ღია, მკრთალი ვარდისფერი იმკვიდრებს თავს და წელს შემოდგომის ერთ-ერთი წამყვანი ფერია. დახვეწილი და ამავდროულად თვალშისაცემი ვარდისფერი Khaite-ის, Alaïa-ს, Miu Miu-სა და Loewe-ს კოლექციებში იყო წარმოდგენილი. ეს ნაზი და დელიკატური ელფერი, მკვეთრი ვარდისფრისგან განსხვავებით, ქალურობასა და ელეგანტურობას აერთიანებს.
 |
Baby Solstice by Bottega Veneta
ყიდვა
|
 |
მანგოს ვარდისფერი როლინგი
ყიდვა
|
წითელი კი უკვე შემოდგომის კლასიკად იქცა. ამ სეზონზე განსაკუთრებით პოპულარული წიწაკის ფერი მკვეთრი წითელი გახლავთ. ჩილი წიწაკის წითელი და ცოცხალი ალუბლისფერი ტონები ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. ის საუკეთესო არჩევანია მნიშვნელოვანი საღამოებისთვის, როცა გვსურს, რომ გამოვირჩეოდეთ, თავდაჯერებულობა და ენერგია გამოვასხივოთ. დიზაინერების კოლექციებში ხშირად ვხვდებოდით მონოქრომულ წითელ ლუქებსაც.
 |
Miu Miu-ს ტყავის ჩანთა
ყიდვა
|
ყავისფერიც შემოდგომის კლასიკური ფერია და ის 2025 წლის შემოდგომის კოლექციებში Prada-სა და Gucci-ს დიზაინერებმა აქტიურად გამოიყენეს. ყავისფერი შეგიძლიათ შეუხამოთ ამავე ფერის ჩექმებს ან ზამშის ჩანთას, რათა დახვეწილი და ჰარმონიული ლუქი მიიღოთ.
 |
პრადას კოვბოის ჩექმები
ყიდვა
|
 |
Zara-ს კოპლებიანი მაისური
ყიდვა
|
ასევე ტრენდულია ლურჯის სხვადასხვა ელფერი. ამ შემოდგომაზე იდეალური არჩევანია ლურჯის სხვადასხვა ტონალობის შეხამება და მონოქრომული ლუქის შექმნა, იქნება ეს ყინულისფერი, მუქი ლურჯი თუ ცისფერი ტონები.
 |
Nike-ის სპორტული ფეხსაცმელი
ყიდვა
|
 |
Liya-ს ცისფერი კაბა
ყიდვა
|
და ბოლოს, ტრენდული ფერების პალიტრაზე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მკვეთრი ბადრიჯნისფერიც. ეს მუქი, ელექტრო იასამნისფერი პოდიუმზე Dries Van Noten-მა, Tom Ford-მა და Colleen Allen-მა წარმოადგინეს.
 |
Zara-ს იასამნისფერი კაბა
ყიდვა
|
 |
Miu Miu-ს იასამნისფერი ქვედაბოლო
ყიდვა
|