სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
საქართველოში ესთეტიკური მედიცინის ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება, რასაც მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდაც თან ახლავს. დღეს ხარისხიანი მომსახურება, უსაფრთხო პროდუქტი და ბუნებრივი შედეგი მომხმარებლისთვის მთავარი პრიორიტეტებია. ფილერები კი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროცედურად რჩება მათთვის, ვისაც სურს გარეგნობაში მცირე, მაგრამ ეფექტური ცვლილებების შეტანა.
სწორედ ასეთ კონკურენტულ სფეროში გამოჩნდა Laboratori Collagenill-ის ინოვაცია – იტალიური ბუნებრივი შემავსებლების უახლესი ხაზი Stylema, რომელიც ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ბუნებრიობის თვალსაზრისით ქართულ ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. მისი ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია სკინოთეკა. Stylema-ს უნიკალურობაზე თავად „სკინოთეკას“ პარტნიორი ექიმები გვესაუბრებიან.
თამარ ხახიშვილი: „Stylema წარმოადგენს ჯვარედინად დაკავშირებულ, ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებულ შემავსებელს, რომელიც ერთგვაროვნად ინტეგრირდება კანქვეშა ქსოვილში და არ იწვევს მიგრაციას. პროდუქტი ფლობს ევროპულ MDR სერტიფიკატს, რაც მიუთითებს, რომ მას არაერთი კლინიკური ტესტირება აქვს გავლილი და აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მკაცრ სტანდარტებს. ჩემთვის კი, როგორც ექიმისთვის, პაციენტების უსაფრთხოება ყოველთვის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება“.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში Stylema იმ იშვიათ ფილერებს შორისაა, რომელსაც MDR სერტიფიკატი აქვს და სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს.
Stylema-ს მთავარი უპირატესობა მისი უნიკალური ფორმულაა – ჰიალურონის მჟავისა და ბიოაქტიური ამინომჟავების, გლიცინისა და პროლინის კომბინაცია, რომელიც კოლაგენის ბუნებრივ სტიმულაციას უწყობს ხელს. შედეგად მცირდება ნაოჭების გამოჩენა, უმჯობესდება კანის ელასტიურობა, სტრუქტურა და ბზინვარება, ხოლო თავისუფალი რადიკალების ზემოქმედება მინიმუმამდე დადის. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ბუნებრივ და ხანგრძლივ ეფექტს. Stylema აერთიანებს ოთხ განსხვავებულ შემავსებელს – Flexi, Lips Volume, Ultra და Volume – რაც სხვადასხვა ესთეტიკური საჭიროების შესაბამისად ინდივიდუალურ მიდგომას შესაძლებელს ხდის.
ბუნებრივ შემავსებელ Stylema-ს შესახებ საუბრობს „სკინოთეკას“ პარტნიორი ექიმი ქეთი ლასარეიშვილიც, რომელმაც პროდუქტი უკვე გამოიყენა პრაქტიკაში: „Stylema ნამდვილად გამოირჩევა მაღალი ხარისხით. მისი უნიკალური ტექსტურა და ბიოაქტიური ამინომჟავების კომპლექსი უზრუნველყოფს მასალის ბუნებრივად და ჰარმონიულად განაწილებას ქსოვილში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პლასტიკურობა შეყვანის პროცესში, რაც პროცედურას კომფორტულს ხდის სპეციალისტისთვის. საბოლოოდ, შედეგმა გაამართლა როგორც ჩემი, ისე მომხმარებლის მოლოდინიც“.
![]() |
|
|
![]() |
„სკინოთეკას“ ინიციატივით, ქართველ ექიმებს რომში ტრენინგი ჩაუტარდათ ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, ექიმ ანტონელა ფრანჩესკელის ხელმძღვანელობით. ანტონელა ფრანჩესკელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალია რომში, რომელსაც აკადემიური, სამეცნიერო და ესთეტიკური მედიცინის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი ავტორიტეტი აქვს. სწორედ მას აქვს ექსკლუზიური უფლება ასწავლოს და გამოიყენოს „Italian Lips“ ტექნიკა – ფილერის ინოვაციური მეთოდი, რომელიც ბუნებრივ და დახვეწილ შედეგს უზრუნველყოფს. დღეისათვის „სკინოთეკას“ პარტნიორი ექიმები ოფიციალურად სერტიფიცირებულნი არიან, რათა ქართველ მომხმარებლებს სწორედ ეს მეთოდი შესთავაზონ.
![]() |
|
თამარი: „როგორც მედიცინის სხვა დარგები, ესთეტიკური მიმართულებაც მუდმივად განიცდის განვითარებას, და ჩემთვის, როგორც მოქმედი სპეციალისტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული გამოცდილების გაცვლა კოლეგებთან. რომში გამართულმა ტრენინგმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში“.
ასე რომ, „Stylema უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შემავსებელი. ეს არის ესთეტიკური მედიცინის წიგნის მომდევნო თავი, სადაც მთავარი საზომი ერთეული უსაფრთხოება, უზადოდ გასუფთავებული პროდუქტები, სიზუსტე და ელეგანტურობაა“, – Skinotheque©