#COVERSTORY

ანნა შელია და ლაშა ლომიძე THE DIARY COVER STORY-ში

გაზიარება:

TheDiary-ის ივნისის Cover Story-ში სწორედ იმ ტიპის დასვენებაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ქალაქგარეთ გამგზავრება და სრულფასოვანი განტვირთვა ახლავს. მთავარი პერსონაჟები მოდელი ანნა შელია და მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძე არიან. დღეს, როცა მათი ცხოვრების ცენტრში შვილები დგანან, ყოველი მოგზაურობა ოჯახური თავგადასავლის სახეს იღებს.

როგორია თქვენთვის იდეალური Weekend Getaway?

ანნა: მამშვიდებს ისეთი ადგილი, სადაც ბუნებაა მთავარი. ჩემთვის იდეალური დასვენება იქნებოდა სადმე მთაში, სუფთა ჰაერზე, კარგ სასტუმროში წასვლა, სადაც კარგი საუზმე და ყავა აქვთ.

Anna Shelia, Lahsa Lomidze, The Diary, The Diary Cover story, ანნა შელია, ლაშა ლომიძე

ლაშა: იდეალური Weekend Getaway წარმომიდგენია აგარაკზე, რომელიც ჯერ არ გვაქვს. მაგრამ როცა ავიშენებთ, ქალაქთან ახლოს იქნება და ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად გავატარებთ დროს.

Anna Shelia, Lahsa Lomidze, The Diary, The Diary Cover story, ანნა შელია, ლაშა ლომიძე

როგორ აბალანსებთ კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებას?

ლაშა: რაგბის კარიერას ტრავმების გამო დავემშვიდობე, ამიტომ ახლა საკმარისი დრო მაქვს ოჯახთან გასატარებლად.

Anna Shelia, Lahsa Lomidze, The Diary, The Diary Cover story, ანნა შელია, ლაშა ლომიძე

ძირითადად ვინ გეგმავს დასვენებებს?

ლაშა: ანნა! 3 წლით ადრე გეგმავს ყველაფერს, თუმცა არასდროს წავსულვართ იქ, სადაც წასვლა დავგეგმეთ, იმიტომ რომ გამგზავრებამდე გვბეზრდება.

Anna Shelia, Lahsa Lomidze, The Diary, The Diary Cover story, ანნა შელია, ლაშა ლომიძე

ლაშა, აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ, როგორ შეიცვალა თქვენი ყოველდღიურობა?

ლაშა: უეცრად შემეცვალა ცხოვრების რიტმი და ხშირად გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი რით დავიწყო დღე ან რა გავაკეთო, ტრავოლტას GIF-ის მსგავსად ვარ. ყველაზე მეტად ის ემოცია და ენერგია მენატრება, რასაც სპორტი მაძლევდა.

Anna Shelia, Lahsa Lomidze, The Diary, The Diary Cover story, ანნა შელია, ლაშა ლომიძე

ანნა, სამოდელო კარიერა მოგზაურობასთანაა დაკავშირებული. როგორ აისახა დედობა თქვენს ყოველდღიურობაზე?

ანნა: ადრე მოგზაურობა ჩემი ცხოვრების მუდმივი ნაწილი იყო – ხშირად თვეებითაც ვრჩებოდი უცხოეთში. ახლა უკვე სხვაგვარად ვფიქრობ. როცა დედა ხდები, ყველა მოგზაურობა წინასწარ დაგეგმვას, გათვლას და ზოგჯერ გადადებასაც მოითხოვს. ჩემი დღის წესრიგი, პრიორიტეტები და პასუხისმგებლობები შეიცვალა.

Anna Shelia, Lahsa Lomidze, The Diary, The Diary Cover story, ანნა შელია, ლაშა ლომიძე

ოჯახური ცხოვრების დასაწყისში საფრანგეთში მარტო ცხოვრობდით. დღეს ხშირად მოგზაურობთ შვილებთან ერთად?

ანნა: დიახ, იმ პერიოდის გახსენება ცოტა სენტიმენტალურია – მარტო ვიყავით, შორს ყველაფრისგან. მაგრამ საინტერესო გამოცდილება იყო. ახლა შვილებთან ერთად მოგზაურობა უკვე ჩვენი ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილი და ერთგვარი ტრადიციაა.

გრჩებათ თუ არა დრო პირადად თქვენთვის? ახერხებთ ქალაქგარეთ წასვლას, ორნი, უბრალოდ განტვირთვისთვის?

ლაშა: ვერა, სამწუხაროდ. ბავშვები პატარები არიან და მაქსიმალურად სჭირდებათ ჩვენი ყურადღება. მე პირადად არ განვიცდი ამ ფაქტს, პირადი დრო საკმარისად გვაქვს, თუნდაც სახლში ყოფნისას.

Anna Shelia, The Diary, The Diary Cover story, ანნა შელია

წლევანდელი ზაფხული დაგეგმილი გაქვთ?

ლაშა: დავგეგმეთ და თუ წასვლამდე არ მოვიბეზრეთ, როგორც ხშირად ხდება. იმედია ამჯერად მართლაც წავალთ.

Anna Shelia, The Diary, The Diary Cover story, ანნა შელია

და ბოლოს, როცა ქალაქგარეთ მანქანით გადიხართ, საჭესთან ვინ ჯდება?

ლაშა: ანნა ძალიან კარგი მძღოლია, თუმცა გზაში ხშირად კონტენტის შექმნით არის დაკავებული, ამიტომ ძირითადად მე ვარ საჭესთან.

ფოტო: იკა პირველი

ვიდეო: The Diary Production

სპონსორები: Toyota Centre TbilisiCenomi Retail GeorgiaMANGOMarks & Spencer.

თმა და მაკიაჟი: Art House (ელენე სამსონოვა; ლალუ კობიაშვილი)

ლოკაცია: კიკეთის ფერმაPAUL Georgia.

ზევით