შლაპუნები სეზონის ყველაზე ტრენდული ფეხსაცმელი
კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე შლაპუნებმა მაღალი მოდის სტატუსი მოიპოვეს. ნახეთ როგორ იქცა ეს მარტივი საზაფხულო ფეხსაცმელი სეზონის ყველაზე ტრენდულ აქსესუარად.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ყველა კაფე-რესტორნის მენიუში ჩნდება ყველაზე არომატული და სურნელოვანი სასმელი გლინტვეინი. ვინიდან, არსტანდარტული ზამთარი გვაქვს და კაფეებში სიარული ერთგვარ ფუფუნებად იქცა, ეს არომატული სასმელი სახლშიც შეგვიძლია მარტივად მოვამზადოთ. ამისთვის კი სულ რამდენიმე ინგრედიენტი დაგვჭირდება. მიჰყევით ჩვენს მარტივ ინსტრუქციებს, მოამზადეთ გლიტვეინი, ჩართეთ NETFLIX და დატკბით ზამთრის მშვენიერი საღამოთი.
რეცეპტი: 6 ადამიანზე
მომზადების დრო: 10-15 წუთი
• 1 ბოთლი წითელი ღვინო, რომლის საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ 8000 მოსავალში
• 300 გრამი წყალი
• 1 ცალი დარიჩინის ჩხირი
• 125 გრამი შაქარი
• 1 ცალი ფოროთოხალი
ქვაბში ჩაასხით წითელი ღვინო, დაუმატეთ შაქარი და დარიჩინის ჩხირები. ფორთოხალს გააცალეთ ცედრა და დაჭერით ჩხირებად, რბილობი კი მოზრდილ ნაჭრებად. დაამატეთ ცედრა და რბილობი ქვაბში და გაათბეთ სასმელი დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. გაწურეთ, გადაანაწილეთ ჭიქებში და გემრიელად მიირთვით!