ხვალ ყველაზე განსხვავებული და უნიკალური Tbilisi Open Air-ი იწყება. წლევანდელი Open Air-ი ბევრად მეტია, ვიდრე მუსიკალური ფესტივალი – წინ ქართული კულტურის, იდენტობისა და ერთიანობის დღესასწაული გველის. ამ განსაკუთრებული დღეების მთავარი მიზანი სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის ქართველი შემსრულებლების ერთ სცენაზე გაერთიანებაა. სწორედ ფესტივალის წყალობით შედგა ნანი ბრეგვაძისა და კორძის კოლაბორაციაც.
ქართველმა მუსიკოსებმა ახალი სიცოცხლე შთაბერეს 1973 წლის ლეგენდარულ სიმღერას „მთვარეო“, რომლის ცოცხალ შესრულებასაც 25 მაისს, ფესტივალის მთავარ სცენაზე მოვისმენთ.
გოგი ცაბაძის ეს სიმღერა პირველად ნანი ბრეგვაძემ შეასრულა ფილმში „ვერის უბნის მელოდიები“ და მაშინვე ქართული მუსიკის კლასიკად იქცა.
52 წლის შემდეგ, კორძთან ერთად, ეს მელოდია სცენაზე სრულიად ახალი ფორმით ბრუნდება, რაც უდავოდ, წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მომენტი იქნება.
წლევანდელი Open Air-ი კიდევ არაერთ სიურპრიზს გვპირდება. 24 მაისს ჯგუფები „არა“ და „ყველა“ მერაბ სეფაშვილთან ერთად გამოჩნდებიან მთავარ სცენაზე. „თამადა“ და 4D Monster Lobsters კი გიორგი უშიკიშვილთან გაიყოფენ სცენას. 25 მაისს ჯგუფ „მწვანე ოთახისა“ და პირველი ქართველი ჯაზ-ვუმენის, გიული ჩოხელის ერთობლივ შესრულებასაც ვიხილავთ. სცენაზე გამოვა ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძეც.
ფესტივალი 24 და 25 მაისს, ტრადიციულ ლოკაციაზე, ლისი ვანდერლენდში, ჩატარდება. 26 მაისს კი, ფესტივალის ყველა მონაწილე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ერთად შეხვდება.
ასე რომ, წინ დაუვიწყარი დღეები გველის. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ TKT.GE-ს.
რა სჯობს წვიმიან დღეს კომფორტულად მოვკალათდეთ, ცხელი ჩაი მოვიმზადოთ, პოპკორნი გავაკეთოთ და „ბინგ-ვოჩინგის“ დღესასწაული მოვაწყოთ?! ჩვენ წარმოგიდგენთ სხვადასხვა ჟანრის სამ სერიალს, რომელთა თავიდან ბოლომდე ნახვა ერთ საღამოშია შესაძლებელი.
ლას-ვეგასში გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. ამ ტრიუმფით ილია გახდა MMA-ის ისტორიაში მეათე მებრძოლი, რომელმაც შეძლო და ორი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.