„დროის კაფსულის კოლექცია“ და PERWOLL-ის კამპანია მდგრადი მოდის მხარდასაჭერად
#მოდაპერვოლის კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვიდეოებში ინფლუენსერებმა გაგვიზიარეს სამოსი, რომელიც შთამომავლობით მიიღეს და რომელიც მათთვის მნიშვნელოვან მოგონებებს უკავშირდება.
პერვოლის კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვიდეოებში ინფლუენსერებმა გაგვიზიარეს სამოსი, რომელიც შთამომავლობით მიიღეს და რომელიც მათთვის მნიშვნელოვან მოგონებებს უკავშირდება.
ინტერიერის დიზაინში ტრენდები ყოველწლიურად იცვლება, თუმცა მთავარი თქვენი პერსონალური სტილის შენარჩუნებაა. ამჯერად The Diary-ის რედაქცია 2025 წლის 5 ყველაზე ტრენდულ ელემენტს გაგაცნობთ, რომლებსაც სახლის პირობებში, საკუთარი ხელითაც შექმნით.
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ალექსანდრ მატიუსიმ AMI-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. ჩვენება გაიმართა 1920-იანი წლების ისტორიულ შენობაში. დიზაინერმა აქცენტი სიმშვიდეზე, ჰარმონიაზე და უნისექს სამოსზე გააკეთა. პოდიუმზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ცერემონიის პოლიტიკურ და სოციალურ მნიშვნელობასთან ერთად, მოდის მოყვარულები განსაკუთრებულად ელოდებიან პირველი ლედის და სხვა წარმომადგენლების ჩაცმულობას.
ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის დებიუტი იტალიური მოდის ბრენდისთვის Blumarine. Pre-Fall 2025-ის კოლექცია აერთიანებს ვარდის მოტივებს, ბრენდისთვის დამახასიათებელ დეტალებს და თანამედროვე მილანურ სტილს.
აღმოაჩინეთ ნიდერლანდური ბრენდის, Puredistance-ის, ექსკლუზიური და დახვეწილი სუნამოების კოლექცია თბილისში, L’Arome Boutique-ში. უნიკალური სურნელები, ხელნაკეთი ხარისხი და ელეგანტურობა – იდეალური არჩევანი თქვენი განსაკუთრებული სტილისთვის.
თქვენც გსურთ გაიგოთ, თუ როგორ ახერხებს ჰეილი ბიბერი მისი სახის კანი მუდმივად ჯანსაღად, მბზინვარედ და კაშკაშად გამოიყურებოდეს? როგორც აღმოჩნდა, ჰეილის No make-up make-up ლუქის საიდუმლო ერთ პატარა ხრიკში იმალება, რომელსაც მოდელი სიამოვნებით გვიზიარებს.
Goutal-is ახალი კოლექციის შთაგონებად ანიკის უნიკალური ისტორია იქცა, რომელიც ოთხი არომატისგან შედგება და ანიკის გამბედაობასა და მისი ცხოვრების სტილს ასახავს. ფერადი, ფუმფულა ხელოვნური ბეწვით გაფორმებული ფლაკონები კი 1970-იანი წლების პომპეზურობის განსახიერებაა.
2025 წლამდე სულ რამდენიმე დღეღა რჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ბევრი თქვენგანი თადარიგს დაიჭერდა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს უკვე მოიმარაგებდა, თუმცა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ წინასადღესასწაულო ორომტრიალშია ჩართული, საქმის გამარტივებას მაინც შევეცდებით და The Diary-ის რედაქციის მიერ, საგულდაგულოდ შედგენილ gift guide-ს წარმოგიდგენთ.
მდგრადი მოდა უფრო და უფრო ტენდენციური ხდება და ეკო მეგობრული ბრენდებიც მოდის სამყაროს იპყრობენ. სწორედ ამ საკითხზე, The Diary ქართული ეკოლოგიურად სუფთა ბრენდის, Sheidish-ის დამფუძნებელთან, თაკო ნაცვლიშვილთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.