SENSELF - ანი ფხაკაძის და გვანცა სალაყაიას ბრენდი, რომელიც Beauty სამყაროს შეაზანზარებს
#სილამაზებიზნესმენების ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდა ლამაზმანის წარმატებული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არც არასდროს იდგა, თუმცა ანი ფხაკაძის ცხოვრებაში იმაზე გასაოცარი სიახლეა, ვიდრე წარმოვიდგენდით. მრავალწლიანმა გამოცდილებამ ანი საკუთარ ბრენდამდე მიიყვანა, რომელიც დიდი ხნის მეგობართან - დიზაინერ გვანცა სალაყაიასთან ერთად, ორ წლიანი კვლევების, სამზადისისა და შრომის შემდეგ შექმნა. ამჯერად The Diary საოცარი SENSELF-ის შესახებ გიამბობთ.