ბაჭიების ბლინები და მურაბები ნელიკო დოლიძისგან - გაიცანით კვირის GOGO!
#GOGO!რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის შვილმა ყულაბა გამომიტანა, მითხრა ფულს ვაგროვებო. ვიფიქრე, სათამაშოს ყიდვა უნდა თქო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფულს „ბაჭიებისთვის” აგროვებდა. რამდენიმე წუთიანი გაუგებარი საუბრის შემდეგ გავარკვიე, რომ 6 წლის გიორგი სახლში ცხოველების მოყვანას არ აპირებდა. „ბაჭიები” ნაირ-ნაირი ბლინებისა და მურაბების ყუთი ყოფილა.