Inventing Anna: ყველაფერი, რაც ლიმიტირებული სერიალის შესახებ უნდა ვიცოდეთ
#კინო2018 წელს New York-ის ჟურნალისტმა ჯესიკა პრესლერმა სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ძალიან მალე გახდა რეზონანსული ქალაქისთვის. "როგორ მოატყუა ანა დელვეიმ ნიუ-იორკის, წვეულების მოყვარული ადამიანები" ანა სოკორინის ისტორიას გვიამბობდა, გოგონა, რომელსაც რუსული ფესვები ჰქონდა, თუმცა გარემოსთან მარტივად ადაპტირდა და საკუთარი თავის რებრენდინგიც მოაწყო ანა სოკორინი სულ მალე ანა დელვეიდ იქცა, მდიდარ მემკვიდრედ, რომელმაც თავი ქალაქის ელიტაში დაიმკვიდრა.