2022 წლის სამოგზაურო Wish List-ი
#მოგზაურობა2022 წელი განსაკუთრებული ენთუზიაზმით დავიწყეთ, რადგან ვიცით, რომ ამ წელს ჩვენი გეგმების სათავეში სულ მცირე ერთი დაუვიწყარი მოგზაურობა მკაფიოდ, გარკვევით წერია.
2022 წელი განსაკუთრებული ენთუზიაზმით დავიწყეთ, რადგან ვიცით, რომ ამ წელს ჩვენი გეგმების სათავეში სულ მცირე ერთი დაუვიწყარი მოგზაურობა მკაფიოდ, გარკვევით წერია.
ამერიკელი რეჟისორის უილიამ უაილერის რომანტიკული კომედია სახელწოდებით „რომაული არდადეგები“ ყოველთვის იქნება ის ნაპერწკალი, რომელიც პრინცესა ანას და რეპორტიორი ჯოს ისტორიის გამეორებას, იტალიის დედაქალაქში სიყვარულის პოვნას, ვესპათი სეირნობასა და უგემრიელესი ჟელატოს მირთმევას მოგვანდომებს.
„ჩემი ინდოეთის“ აღმოჩენის შემდეგ, ქვეყნის, რომელიც არაერთი წინაღობის მიუხედავად საკუთარი თვალებით ვიხილე და თავდავიწყებით შევიყვარე, ახალი თავგადასავლის საძიებლად მალევე გავემართე და ტაილანდს მივაშურე. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე სახლემწიფო, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო საკურორტო ადგილად ითვლება, არანაკლებ ემოციური და დასამახსოვრებელი მოგზაურობა აღმოჩნდა ჩემთვის.
The Grand Budapest Hotel ვეს ანდერსონის შემოქმედებაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქმნილებაა, რომელმაც გამოსვლის დღიდან - დღემდე, საშუალება მოგვცა, დროდადრო რეჟისორის გონებაში შექმნილ წარმოსახვით სამყაროში ჩავკარგულიყავით და ზუბროვკას რესპუბლიკის ნოსტალგიური, რთული სამყაროს დინებისთვის მიგვედევნებინა თვალი, რომელიც არა მხოლოდ მე-20 საუკუნის აღმოსავლეთ ევროპის პრობლემურ ისტორიას ასახავს, არამედ La Belle Epoque-ის ექოსაც წარმოადგენს.
ბავშობიდან მოყოლებული ვოცნებობდი ინდოეთში მოგზაურობაზე, თუმცა, საკმარისი იყო ამის შესახებ ვინმესთან აღმენიშნა, რომ ერთი და იმავე კომენტარების კორიანტელი მოემართებოდა ჩემკენ: სიბინძურე, სიღარიბე, აუტანელი სუნი და დაავადებები, იმასაც ხშირად მეუბნებოდნენ, რომ იქ წასული უკან ცოცხალი ვერ დავბრუნდებოდი.
2020 წლის 2 ოქტომბერს, Netflix-მა სამყაროს ახალი კომედიური-დრამა Emily in Paris წარუდგინა, სერიალი, რომელიც ამერიკელი გოგოს ემილი კუპერის ახდენილი ოცნების და თავბრუდამხვევი პარიზული სამსახურის შესახებ გვიამბობდა. მსუბუქმა იუმორმა, ემილის თავგადასავლებმა, პარიზული კულტურის გაცნობამ და დიდი რაოდენობით მოდურობამ, სერიალს კუთვნილი აღიარება მოუტანა და ახლა მის გულშემატკივრებს ერთი სული აქვთ, როდის დადგება 22 დეკემბერი, რათა სერიალის ყველა სერია ერთი ამოსუნთქვით ნახონ.
ამ გვირაბის ბოლოშიც კი, მოგზაურებისთვის სინათლე გამოჩნდა და ჯერ ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვალიდურად ცნო, შემდეგ კი ქართველი მოქალაქეების კოვიდ სტატუსის განმსაზღვრელი აპლიკაცია GEORGIA e-Health-იც ჩაეშვა და უნდა ვაღიაროთ, მოგზაურობა ბოლო 2 წლის განმავლობაში ამაზე მარტივი არასდროს ყოფილა.
ახალი წლის ღამეს ტაიმს-სკვერზე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საახალწლო ბურთის ვარდნის ცერემონიალი იმართება. მოედანზე 1 მილიონზე მეტი ადამიანი იყრის თავს არა მხოლოდ ბურთის საყურებლად, არამედ კარგი დროის გასატარებლად. აქ ამ დროს ცოცხალი მუსიკის კონცერტი და სხვა კულტურული ღონისძიებები იმართება.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საფრანგეთი და პარიზი, კულტურული აღორძინების ეპოქა, დასაბამი რაღაც ახლის და შესანიშნავის, რას იტყვით 1950/60-იანი წლების პარიზულ მოგზაურობაზე? გვერწმუნეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.
ელიზაბეტ გილბერტის ბესტსელერად ქცეული ავტობიოგრაფიული რომანი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“, მსოფლიოს გარშემო მოგზაური ქალის ისტორიას გვიამბობს, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს, თუმცა განა რა არის ბედნიერება თუ არა სულიერი ჰარმონია, რომელსაც ზოგჯერ ცხოვრების ჩახლართულ გზაზე ვკარგავთ და მისი ხელახლა აღმოჩენის სურვილით ვიწვით?