LOUIS VUITTON-ის მამაკაცის Pre-Fall 2024 ფარელ უილიამსისგან ჰონგ-კონგში
#მუსიკაჰონგ-კონგმა ერთი დღის წინ, Louis Vuitton-სა და ფარელ უილიამსს, Tsim Sha Tsui-ზე გაშლილი ხელებით უმასპინძლა. ფრანგულმა მოდის სახლმა, მეგაპოლისში მამაკაცის ხაზი პირველად წარადგინა და დებიუტისთვის, მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამას დაემატა ისიც, რომ ფარელ უილიამსს, Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის ახალ კრეატიულ დირექტორს, შესაძლებლობა მიეცა საკუთარი ხედვა მაქსიმალურად გამოევლინა და მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.