„არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა“ - The Killers ქართველ მსმენელს ბოდიშს უხდის
#მუსიკა15 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე მომხდარი ინციდენტის გამო, ამერიკული ჯგუფი The Killers-ი ქართველ მსმენელს ბოდიშს უხდის. ინციდენტი უშუალოდ კონცერტის მიმდინარეობის დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე, The Killers-ის სოლისტმა სცენაზე დარბაზიდან მსმენელი აიყვანა, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.