1-ელ ოქტომბერს თბილისში Bruno Mars-ის კონცერტი გაიმართება
#მუსიკაესეც ასე, Starring Georgia-ს მე-7 ვარსკვლავიც შევსებულია, 1-ელ ოქტომბერს კამპანიის ფარგლებში საქართველოს ლეგენდარული Bruno Mars-ი ეწვევა!
ესეც ასე, Starring Georgia-ს მე-7 ვარსკვლავიც შევსებულია, 1-ელ ოქტომბერს კამპანიის ფარგლებში საქართველოს ლეგენდარული Bruno Mars-ი ეწვევა!
აუდიო პოსტ-პროდუქციის ქართულმა კომპანია POSTRED-მა HBO-ს კიდევ ერთ მეგაშოუს ხმის დიზაინზე იმუშავა! Euphoria-ს შემქმნელის სემ ლევინსონის ახალი ტელეშოუ, რომლის პრემიერაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და რომელსაც უკვე მომლოდინეთა მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, შემოქმედებით გუნდში ქართულ კომპანიასაც აერთიანებს.
2020 წელს გამოსულ ფილმ Music-ში, აუტიზმის არარეალლისტური პრეზენტაციის გამო მოხდილი ბოდიშიდან 2 წლის შემდეგ, Sia აცხადებს, რომ მას აუტიზმის სპექტრი თავად დაუდგინდა. Survivor-ის ფინალისტ კაროლინ უიგერთან ინტერვიუში Rob Has a Podcast-ზე, მომღერალმა დეტალურად აღწერა თავისი ბოლოდროინდელი ცხოვრებისეული მოვლენები დიაგნოზის გაგების შემდეგ და თქვა: „45 წლის განმავლობაში მე ვფიქრობდი, რომ: „უნდა ჩავიცვა ჩემი ადამიანის კოსტიუმი”. და მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში გავხდი სრულფასოვნად, სრულად საკუთარი თავი”.
24 მაისს, ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა, ძლიერმა, მომნუსხველმა და მჭექარე ამერიკულმა ხმამ მარადიულ სიჩუმეში გადაინაცვლა. „როკ-ენ-როლის დედოფლის“ არაოფიციალური სტატუსის მატარებელი და ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქალი მუსიკოსი ტინა ტერნერი შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტერნერს 2016 წელს ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, 2017 წელს კი მას თირკმლის გადანერგვა დასჭირდა.
სულ რამდენიმე საათში, 2023 წლის ევროვიზიის, რიგით მეორე ნახევარფინალი დაიწყება, დღეს, მე-11 ნომრად ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარმომადგენელს, ირუ ხეჩანოვს ვიხილავთ, რომელიც საავტორო სიმღერას Echo-ს შეასრულებს
ცნობილი ამერიკული მსუიკალური ბენდის Imagine Dragons-ის სიმღერის Crushed-ის ვიდეო კომპოზიცია საარტირელიო ხმებით იწყება, რომელსაც მილიონობით უკრაინელი მოქალაქე მტკივნეულად ამოიცნობს. მუსიკოსებმა კლიპი უკრაინის ფრონტის ხაზზე გადაიღეს და ის თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა უკრაინელს მიუძღვნეს. კლიპის მთავარი გმირი 14 წლის მოზარდი საშაა, რომლის მშობლიური სოფელი ნოვოგრიგორივკა ხერსონის ოლქში ხუთი თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული.
American Idol-ის 21-ე სეზონის ერთადერთი უცხოელი მონაწილე, ნუცა ბუზალაძე, მუსიკალურ კონკურსს გამოეთიშა, საუკეთესო ათეულში მოსახვედრად ნუცას ხმების რაოდენობა არ ეყო.
ნუცა ბუზალაძე მუსიკალური კარიერის ყველაზე დიდ ნაბიჯებს დგამს და ამის მომსწრე ჩვენ, ყველანი ვართ. რამდენიმე საათის წინ, American Idol-ის Top 12-ეულის შერჩევისას, ქართველ მონაწილეს მიღებული ხმათა რაოდენობა არ ეყო შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მიუხედავად ამისა, კონკურსის ვარსკვლავურმა ჟიურიმ, ორადგილიანი კვოტით, ნუცა ბუზალაძე საკუთარ რჩეულად დაასახელა და ამერიკელ მონაწილესთან ერთად მუსიკალური მეგაშოუს შემდეგ ფინალურ ეტაპზე გადაიყვანა.
Black Sea Arena-მ მასშტაბური კამპანია Starring Georgia და მასთან ერთად ძალიან ცხელი, ღონისძიებებით დახუნძლული აგვისტო დაგვიანონსა. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი არტისტები: Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic-ს და სხვა მუსიკოსებს უმასპინძლებს.
მხოლოდ იმიტომ, რომ ქეითი პერი American Idol-ის ჟიურის წევრია, არ ნიშნავს იმას, რომ მას ყველა უსიტყვოდ ეთანხმება. ორშაბათს, 17 აპრილის ეპიზოდში, საკონკურსო შოუს მსვლელობისას, მომღერლის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა, ბოლო 6 სეზონის განმავლობაში მაყურებლის უკმაყოფილება პირველად დაიმსახურა. ქეითი პერის კომენტარი არც მეტი არც ნაკლები მეგაშოუს ქართველი მონაწილისკენ, ნუცა ბუზალაძისკენ იყო მიმართული.