„ბეატრიჩე“: „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე
დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლის საიუბილეო თარიღის საქართველო, მთელ მსოფლიოსთან ერთად, აღნიშნავს. 18 აპრილს, 20:00-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს „ბეატრიჩე“ დაიდგმება - დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.