სიახლეები

ZARA კოსმეტიკური ხაზით სილამაზის სამყაროს უერთდება

ZARA კოსმეტიკური ხაზით სილამაზის სამყაროს უერთდება

სილამაზის ინდუსტრიაში კიდევ ერთი სიახლეა - ამჯერად კოსმეტიკური ხაზის გამოშვება არა ცნობილმა ადამიანმა, არამედ ყოველდღიური სამოსის ბრენდმა ZARA-მ დაანონსა. Zara Beauty ბაზარზე 12 მაისიდან გამოჩნდება და მომხმარებელს ახალ, ჯადოსნურ პროდუქციას შესთავაზებს.

კვირის საუკეთესო ჩაცმულობები ცნობილებისგან #CelebrityStyle

კვირის საუკეთესო ჩაცმულობები ცნობილებისგან #CelebrityStyle

მსოფლიო პანდემიის პირობებშიც კი ერთადერთი, რაზეც Covid 19-მა გავლენა ვერ მოახდინა ეს მოდაა, მისი საუკეთესო წარმომადგენლები და ახალი სტილისა თუ ტენდენციის დამამკვიდრებელნი კი ვინ თუ არა ცნობილები არიან. გასულ კვირას ცნობილმა ქალებმა მოდური გამოჩენით გაგვანებივრეს და ცნობილი მოდის სახლების შეუდარებელი ჩაცმულობები შემოგვთავაზეს.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს განცხადება

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს განცხადება

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ქართული მოდის და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას, კერძოდ: ქართველი დიზაინერების, მოდელების, ფოტოგრაფებისა და ბლოგერების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას ხელს უწყობს 2015 წლიდან. ჩვენი ძალისხმევით ამ პერიოდში ქართული მოდის ინდუსტრიამ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და აღიარება მოიპოვა.

ირინა შეიკი ფილმ Clueless-ის საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა

ირინა შეიკი ფილმ Clueless-ის საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა

ირინა შეიკმა კიდევ ერთი საკულტო ჩაცმულობა დააბრუნა - ნიუ-იორკის ქუჩებში სუპერმოდელი ფილმ Clueless-ით შთაგონებული 90-იანების კლასიკით გამოჩნდა და ქალიშვილთან ერთად სეირნობისას Vivienne Westwood-ის კუბოკრული პიჯაკი და ქვედაბოლო მოირგო.

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

10 წელი გავიდა სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქორწინების ცერემონიიდან და ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის წყვილი დღემდე რჩება სამაგალითო, მყარ ურთიერთობად, რომელსაც დრომ მხოლოდ სიყვარული შემატა. ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად, კემბრიჯის ჰერცოგებმა სოციალური ქსელის მეშვეობით, ახალი პორტრეტები გამოაქვეყნეს.

ჰარი სტაილსი, აკვაფინა, დაკოტა ჯონსონი და სხვები GUCCI-ს ახალ კამპანიაში მონაწილეობენ

ჰარი სტაილსი, აკვაფინა, დაკოტა ჯონსონი და სხვები GUCCI-ს ახალ კამპანიაში მონაწილეობენ

100-წლიანი იუბილეს პომპეზურად აღნიშვნის შემდეგ, Gucci ახალ სარეკლამო კამპანიას წარმოგვიდგენს, რომელმაც ისეთი ვარსკვლავები და ბრენდის ერთგული გულშემატკივრები გააერთიანა, როგორებიც ჰარი სტაილსი, აკვაფინა, დაკოტა ჯონსონი, სერენა უილიამსი, სიენა მილერი და დაიან კიტონი არიან.

ჰეილი ბიბერის საგაზაფხულო ჩაცმულობა სეზონის მთავარი ჰიტია

ჰეილი ბიბერის საგაზაფხულო ჩაცმულობა სეზონის მთავარი ჰიტია

არავის წარმოგვედგინა, რომ ნეონის მწვანე პიჯაკი გვჭირდებოდა მანამ, სანამ ის ჰეილი ბიბერზე ჩაცმული არ დავინახეთ. გუშინ, პაპარაცებმა ჰეილი ბიზნეს შეხვედრიდან გამოსული ბევერლი ჰილზის ქუჩებში დააფიქსირეს, მოდელი კი უბრალოდ თვალისმომჭრელად გაოიყურებოდა.

ეშლი ბენსონი ქართული ბრენდის MATERIEL-ის სამოსით გამოჩნდა

ეშლი ბენსონი ქართული ბრენდის MATERIEL-ის სამოსით გამოჩნდა

ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ეშლი ვიქტორია ბენსონი, რომელიც საზოგადოებამ თინეიჯერული მისტიკური-დრამა სერიალ Pretty Little Liars-დან შეიყვარა, ქართული ბრენდის სამოსს ირგებს. მსახიობმა საკუთარ Instagram გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ეშლის ეკომეგობრული ტყავის მასალისგან შექმნილი MATERIEL-ის-ს წითელი მოსაცმელი ამშვენებს.

„ეს სვანეთია“ - გიორგი შერმაზანაშვილის ჯადოსნური ფოტორეპორტაჟი

„ეს სვანეთია“ - გიორგი შერმაზანაშვილის ჯადოსნური ფოტორეპორტაჟი

„არ ვიცოდი სად ავდიოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებული ადგილი იყო“ - ამჯერად გიორგი შერმაზანაშვილმა სვანეთის მაღალ მთებში გვამოგზაურა და ზღაპრული ხედები, მომნუსხველი უშბა, ღამის ლანდებში გახვეული კოშკები თუ გაზაფხულ-სვანური კოშკები წარმოგვიდგინა.

Gucci-მ გვინეტ პელტროუს საკულტო წითელი ორეული გააცოცხლა

Gucci-მ გვინეტ პელტროუს საკულტო წითელი ორეული გააცოცხლა

Gucci 100 წლისაა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ გუშინ საღამოს ახალი კოლექცია წარადგინა, რომელმაც უკვე დაიმსახურა მოდის ინდუსტრიის მოყვარულთა თუ კრიტიკოსთა საერთაშორისო აღიარება. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენების განმავლობაში Gucci x Balenciaga კოლაბორაციაც შედგა და ამ ორი ავთენტური ბრენდის გადაკვეთა იმაზე ჯადოსნური აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა.

ზევით