ქალების ახალი, თავბრუდამხვევი Very Good Girl Glam-ის გაცნობის შემდეგ, დროა Carolina Herrera-ს მამაკაცის ხაზის მომაჯადოებელ არომატს გავეცნოთ. კლასიკური Bad Boy-ს გლობალური წარმატების შემდეგ, ბრენდმა ახალი მასკულინური თავგადასავალი Bad Boy Cobalt წარმოგვიდგინა. ძლიერი, ქარიზმატული და მომხიბვლელი მამაკაცების ეპოქა გრძელდება, ამჯერად უკვე ინტენსიური ლურჯი ფერით. სუნამო გამოხატავს მამაკაცის ერთგულ, მიზანდასახულ და მდგრად ხასიათს.
Carolina Herrera-ს სუნამოების კრეატიული დირექტორისა და თავად კაროლინას ძალისხმევით, შეიქმნა საოცრად გრილი, სექსუალური და მკაფიო სურნელი, რომელიც ხაზს უსვამს მამაკაცის განსაკუთრებულობას, მრავალფეროვან სამყაროს და შედეგებისადმი წყურვილს. ენერგიით სავსე Bad Boy Cobalt, არ უშინდება გამოწვევებს და თამამად მიიწევს წინ, ყველა დაბრკოლებას ელვის სისწრაფით უმკლავდება და მუდამ წარმატების გზას გადის.
როგორც ბრენდის ნებისმიერი არომატი, ესეც გაჯერებულია ინტენსიური ინგრედიენტებით და უნიკალური ხელწერით გამოირჩევა. Bad Boy Cobalt კონტრასტული არომატია, რომელიც თანამედროვე მამაკაცების მეგობრობის ელეგანტური შტრიხია, მიწისა და ციტრუსების კონტრასტული გრადაცია, განსხვავებულ და ექსტრაორდინარულ სურნელს ქმნის, გულის ნოტაში იხსნება ვარდისფერი წიწაკის დამატყვევებელი აკორდი, რომელიც მომენტალურ სიგრილეს მოგანიჭებთ.
სურნელოვანი კომპოზიციის დასასრულს სექსუალური და მომხიბვლელი კომპონენტების დრო დგება: მასკულინური ვეტივერი, მუხის მერქანი, კედარი და მომაჯადოებელი ტრუფელის მინერალური აკორდი.
Carolina Herrera Bad Boy Cobalt -ის მამაკაცი, შესამჩნევია ყველგან. მისი ქარიზმა და მომხიბვლელობა იპყრობს გარშემომყოფებს. ძლიერი და მომხიბვლელი არომატი, უკვე ისი პარის სურნელოვან თაროებზე გელოდებათ.
აგვისტოს მზიან დღეებში, დამღლელი რუტინის ფონზე, პაუზის აღებაა აუცილებელი. შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე საათით ქალაქის ხმაურს მოწყდეთ და თავი ხანმოკლე, მაგრამ სრულფასოვან შვებულებაში იგრძნოთ, დაისვენოთ, იცურაოთ და გემრიელი სასმელიც დააგემოვნოთ.
თეთრი კაბის კომფორტსა და ელეგანტურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის მუდამ იკავებს ღირსეულ ადგილს მაღალი მოდის სახლებისა თუ ადგილობრივი დიზაინერების კოლექციებში. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის სხვადასხვა სტილის სარაფნები შეარჩია, რომლებსაც ზაფხულის ლუქების შესაქმნელად გამოიყენებთ.
ზაფხულში, თუ თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებთ, აუზზე კარგი განტვირთვა არ არსებობს. The Diary-ს რედაქციაშიც ძალიან გვიყვარს აუზის დღეები და სწორედ ამიტომ, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში ჩვენმა გუნდმა თბილისის 5 აუზი შეგირჩიათ, სადაც განტვირთვის დღეების მოწყობა შეგიძლიათ.