
გოგრის წვნიანი ჯანსაღი და საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი კერძია. აუცილებლად შეიყვანეთ ვიტამინებით გაჯერებული გოგრა ზამთრის ცივი დღეების რაციონში.
ინგრედიენტები
• 700 გ გოგრა
• ხახვი 1 ც
• წყალი 500 მლ
• კრემი 10% 200 მლ
• ნიორი 3 კბილი
• მარილი 1 ჩ.კ.
• შავი პილპილი 1/2 ჩ.კ.
• მუსკატი 1/4 ჩაის კოვზი
• ზეითუნის ზეთი 3 სუფრის კოვზი
• გოგრის თესლი 50 გრ
ნაბიჯი 1
ქვაბი დავდგათ საშუალო ცეცხლზე და წვრილ კუბიკებად დაჭრილი კარაქი ჩავყაროთ დასადნობად. დავამატეთ დაჭრილი ნიორი და 1 წუთის განმავლობაში მოვთუშოთ.
ნაბიჯი 2
დავამატოთ დაჭრილი ხახვი და კიდე5-6 წუთი მოვთუშეთ.
ნაბიჯი 3
გოგრა დავჭრათ პატარა კუბიკებად და ქვაბში ჩავყაროთ. სხვა ინგრედიენტებთან ერთად კიდევ 5 წუთი მოვთუშოთ.
ნაბიჯი 4
დავასხათ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე 10-12 წუთის განმავლობაში.
ნაბიჯი 5
როდესაც გოგრა მოიხარშება, წვნიანი ბლენდერში მოვათავსოთ. როგორც კი სასურველი კონსისტენციის მასას მივიღებთ, ქვაბში დავაბრუნოთ და ავადუღოთ.
ნაბიჯი 6
დავამატოთ ნაღები, დავუმატეთ მარილი, პილპილი, მუსკატი და დაბალ ცეცხლზე დავტოვოთ 3-4 წუთის განმავლობაში.
ნაბიჯი 7
გამოვრთოთ ცეცხლი, ქვაბს დავაფაროთ თავსახური და 10-15 წუთით გავაჩეროთ.
ნაბიჯი 8
მიღებული მასა გადავიტანოთ თეფშებზე, მოვაყაროთ გოგრის თესლი და გემრიელად მივირთვათ.