Kiko Milano აძლიერებს კავშირს მაღალ მოდასთან, რისი დასტურიც Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-თან თანამშრომლობაა. ამ პარტნიორობის ფარგლებში ბრენდმა კოლექციის ძირითადი ხაზიდან აუცილებელი პროდუქტები წარმოადგინა. პროდუქციის მაღალი ხარისხის წყალობით, შეიქმნა განსაკუთრებული მაკიაჟი გიორგი ქებურიას, თაკო მექვაბიძის და ირმა დე ფლორის შემოდგომა-ზამთრის 2023/24 წლის კოლექციისთვის.
N1 მაკიაჟის ბრენდი იტალიაში, გაერთიანდა Makeup Institute Georgia-სთან, კრისტინა რეჯინის ხელმძღვანელობით. ამ კოლაბორაციის წყალობით შეიქმნა ექსკლუზიური მაკიაჟის ლუქები, სრულად Kiko Milano-ს კოლექციის ძირითადი პროდუქტებით.
GEORGE KEBURIA
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს 2023/24 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებების განრიგში ადგილს Keburia-ც იკავებდა. გიორგი ქებურიამ ახალი კოლექცია PULLMAN TBILISI AXIS TOWER-ში 7 მაისს წარადგინა. დიზაინერის სილუეტებში ამჯერადაც ცხადად გამოიკვეთა მამაკაცური ელემენტებისა და ქალური კლასიკის შერწყმა. გიორგი ქებურიამ ახალ კოლექციაში სტრუქტურირებული სილუეტები, ბრენდის ხელწერისთვის დამახასიათებელი ფორმები და ფერები წარადგინა. Keburia-ს ჩვენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოდელების მაკიაჟს, რაც დიზაინერისთვის გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად იქცა. გიორგი ქებურიას ჩვენებისბიუთი ლუქებზე MAKE UP INSTITUTE-მა იზრუნა.
ბიუთი ლუქების შესაქმნელად გამოყენებული პროდუქტები:
„იცხოვრე შენი ცხოვრებით“ სწორედ ეს დევიზი იქცა თაკო მექვაბიძისთვის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შექმნის შთაგონებად. მამაკაცის თარგზე აწყობილი მკაცრი და ფერადი სილუეტები კი დიზაინერმა სხვადასხვა პროფესიაში მომუშავე ქალებს მიუძღვნა, რომლებიც თავიანთი სიმტკიცით, შრომისმოყვარეობითა და მრავალფეროვნებით, ყოველთვის ახერხებენ სხვათა შთაგონებას.
ბიუთი ლუქების შესაქმნელად გამოყენებული პროდუქტები:
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს მე-15 სეზონზე, საკუთარი ჰაეროვანი და მუდამ ესთეტიკური კოლექციით წარდგა Irma de Flore-იც, რომელმაც ამჯერადაც უარი თქვა ტრადიციულ პოდიუმზე და კოლექცია პერფორმანსის სახით წარმოგვიდგინა. ფემინურობა და ფერებისა და ფორმების მრავალფეროვნება, დიზაინერმა, ამჯერადაც ცეკვის ელემენტებით და ინსტალაციებით გაგვიზიარა, რაღა თქმა უნდა, ირმა თავადაც იყო პერფომანსის უშუალო მონაწილე.
ბიუთი ლუქების შესაქმნელად გამოყენებული პროდუქტები:
KIKO MILANO დაარსდა 1997 წელს მილანში და მას შემდეგ რევოლუცია მოახდინა მსოფლიო კოსმეტიკის სფეროში. KIKO ასახავს გლობალურ სილამაზის ტრენდებს და ხდის მათ ყველასთვის ხელმისაწვდომს. ხარისხის და კრეატიულობის იდეალური გაერთიანება იტალიური ფესვებიდან იღებს სათავეს, KIKO-მ დაიპყრო ყველაზე მომთხოვნი და განსხვავებული სილამაზის მიმდევრები, მისი უსასრულო ფერთა გამის მქონე ჩრდილებით, ტონებით და ტექსტურით, რომლებიც აკმაყოფილებს როგორც ყველა პროფესიონალ, ასევე ნებისმიერი მოყვარულ მეიქ-აფ არტისტს.
ბრენდს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია და ხელმისაწვდომია 30-ზე მეტ ბაზარზე.
აგვისტოს მზიან დღეებში, დამღლელი რუტინის ფონზე, პაუზის აღებაა აუცილებელი. შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე საათით ქალაქის ხმაურს მოწყდეთ და თავი ხანმოკლე, მაგრამ სრულფასოვან შვებულებაში იგრძნოთ, დაისვენოთ, იცურაოთ და გემრიელი სასმელიც დააგემოვნოთ.
თეთრი კაბის კომფორტსა და ელეგანტურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის მუდამ იკავებს ღირსეულ ადგილს მაღალი მოდის სახლებისა თუ ადგილობრივი დიზაინერების კოლექციებში. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის სხვადასხვა სტილის სარაფნები შეარჩია, რომლებსაც ზაფხულის ლუქების შესაქმნელად გამოიყენებთ.
ზაფხულში, თუ თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებთ, აუზზე კარგი განტვირთვა არ არსებობს. The Diary-ს რედაქციაშიც ძალიან გვიყვარს აუზის დღეები და სწორედ ამიტომ, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში ჩვენმა გუნდმა თბილისის 5 აუზი შეგირჩიათ, სადაც განტვირთვის დღეების მოწყობა შეგიძლიათ.