1926 წლის 21 აპრილს, დიდი ბრიტანეთის სამეფო კარზე დაბადებული გოგონა ელისაბედი ტახტის მემკვიდრეთა რიგში მესამე იყო - ბიძის ედუარდ VIII-ისა და მამის ჯორჯ VI-ს შემდეგ. ლილიბეტის დაბადებისას, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ელისაბედი ოდესმე ტახტს დაიკავებდა, თუმცა მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა.
მომავალი დედოფლის დაბადებიდან 10 წლის შემდეგ, მისმა ბიძამ, რომელსაც სამეფო ტახტი მემკვიდრეობით ეკუთვნოდა, საკუთარ გვირგვინზე უარი განაცხადა და მოვალეობა უმცროს ძმას გადაულოცა. სწორედ მაშინ, ცხადი გახდა, რომ ელისაბედი მომავალი მონარქი გახდებოდა.
1926 წ - მეფე ჯორჯ VI და დედოფალი პატარა ელისაბედთან ერთად
1947 წლის ნოემბერში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პრინცესა ელისაბედმა ცხოვრება დიდ სიყვარულს - პრინც ფილიპს დაუკავშირა. სამეფო წყვილმა ერთად სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე 73 გაატარა, მათ 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი აერთიანებდათ. ელისაბედისა და ფილიპის სიყვარულმა მოიარა მთელი მსოფლიო ავსტრალიიდან ამერიკამდე, აფრიკიდან ინდოეთის ჩათვლით ბრიტანულ ერთა თანამეგობრობის დროშის ქვეშ.
1930 წ - პრინცესა ელისაბედი, პრინცესა მარგარეტი და დედა დედოფალი
და მხოლოდ გასული წლის აპრილის თვეში, 73-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დედოფალი ელისაბედ II ტახტის მართვას საუკეთესო მეგობრისა და თანამგზავრის გარეშე განაგრძობს.
დღეს, 8 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში დიდებული ეპოქა დასრულდა - დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ცხოვრება სავსე იყო ყველაზე ნათელი მოგონებებით, საყვარელი ადამიანებითა და დიდი ტკივილითაც. წარმოგიდგენთ ლილიბეტის 96 წელს ფოტოებში.
1934 წ - პრინცესა ელისაბედი პონიზე უიძორის დიდ პარკში1936 წ - პრინცესა ელისაბედი და მისი კორგი1937 წ - სამეფო ოჯახი საოჯახო პორტრეტში1940 წ - პრინცესა მარგარეტთან ერთად პირველი რადიო ეთერი1945 წ - მეორე მსოფლიო ომის დროს, პირველადი დახმარების მანქანის წინ მდგომი ელისაბედი1945 წ - სამეფო ოჯახი და უინსტონ ჩერჩილი VE Day-ს ცერემონიაზე1946 წ - პრინცესა ელისაბედი და პრინცესა მარგარეტი1947 წ - პრინცესა ელისაბედის 21-ე დაბადების დღის რადიო მიმართვა1947 წ - პრინცესა ელისაბედი და პრინცი ფილიპი ნიშნობისას1947 წ - პრინცესა ელისაბედისა და პრინცი ფილიპის ქორწილი1948 წ - პრინცესა ელისაბედი პრინც ჩარლზთან ერთად1950 წ - პრინცესა ელისაბედი და პრინცი ფილიპი პრინცესა ანას ნათლობის შემდეგ1952 წ - პრინცესა ელისაბედი და პრინცი ფილიპი Ascot-ზე1952 წ - დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციის დღე
1956 წ - დედოფალი ელისაბედ II და მერილინ მონრო
1960 წ - დედოფალი და პრინცი ენდრიუ1961 წ - აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედი და ჟაკლინ კენედი ბუკინგემის სასახლეში1965 წ - დედოფალი და პრინცი ფილიპი Trooping the Colour ცერემონიაზე1969 წ - დედოფალი ელისაბედ II და რიჩარდ ნიქსონი1976 წ - დედოფალი ელისაბედ II და აშშ-ის პრეზიდენტი გერალდ ფორდი თეთრ სახლში1977 წ - დედოფლის ვერცხლის იუბილე1982 წ - პრინცი ფილიპისა და პრინცესა დიანას ქორწილი1986 წ - დედოფალი და პრინცი ფილიპი ჩინეთის დიდ კედელზე1997 წ - დედოფალი და პრინცი ფილიპი პრინცესა დიანას ხსოვნას მიაგებენ პატივს2003 წ - საოჯახო პორტრეტი დედოფლის კორონაციიდან 50 წლის იუბილეზე2005 წ - პრინცი ჩარლზის და კორნვოლის ჰერცოგინიას ქორწილის დღე2009 წ - დედოფალი ელისაბედ II ხვდება ბარაკ და მიშელ ობამებს2011 წ - პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილების ცერემონია2018 წ - პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი2021 წ - დედოფალი ელისაბედ II ემშვიდობება პრინც ფილიპს2022 წ - დედოფალ ელისაბედ II-ის 96 წლის იუბილე
აგვისტოს მზიან დღეებში, დამღლელი რუტინის ფონზე, პაუზის აღებაა აუცილებელი. შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე საათით ქალაქის ხმაურს მოწყდეთ და თავი ხანმოკლე, მაგრამ სრულფასოვან შვებულებაში იგრძნოთ, დაისვენოთ, იცურაოთ და გემრიელი სასმელიც დააგემოვნოთ.
თეთრი კაბის კომფორტსა და ელეგანტურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის მუდამ იკავებს ღირსეულ ადგილს მაღალი მოდის სახლებისა თუ ადგილობრივი დიზაინერების კოლექციებში. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის სხვადასხვა სტილის სარაფნები შეარჩია, რომლებსაც ზაფხულის ლუქების შესაქმნელად გამოიყენებთ.
ზაფხულში, თუ თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებთ, აუზზე კარგი განტვირთვა არ არსებობს. The Diary-ს რედაქციაშიც ძალიან გვიყვარს აუზის დღეები და სწორედ ამიტომ, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში ჩვენმა გუნდმა თბილისის 5 აუზი შეგირჩიათ, სადაც განტვირთვის დღეების მოწყობა შეგიძლიათ.