2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
მარტივი, გემრიელი და რაც მთავარია სწრაფად მოსამზადებელი კერძი - კვერცხის მაფინები იდეალურია გვიანი ლანჩის ან საუზმისთვის. დღეს If.ge-თან ერთად სულ რაღაც 6 ინგრედიენტისგან შემდგარ რეცეპტს წარმოგიდგენთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ სასურველი ინგრედიენტის დამატება მაფინებში ყოველთვის შეიძლება და შეგიძლიათ ისე ითამაშოთ გემოებით და სახლში აღმოჩენილი პროდუქტებით, როგორც თავად მოგესურვებათ.
ინგრედიენტები:
კვერცხი 3 ცალი
ყველი ჩედარი 150 გრ.
პომიდორი 70 გრ.
ოხრახუში 50 გრ.
მარილი
პილპილი
მომზადების წესი:
1. ჯამში მოათავსეთ კვერცხი, მოაყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით, დაუმატეთ ოხრახუში, პომიდორი და ჩედარი.
2. გამოაცხვეთ 200° გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.