როგორც იცით, კანს ყველა სეზონზე განსხვავებული მოვლა ესაჭიროება. ზაფხულის სეზონი გამორჩეულია ცხელი ამინდებით, ამიტომ ჩვენი რუტინაც შესაბამისად უნდა ავაწყოთ.
ამ ბლოგში გაგაცნობთ მარტივ საფეხურებს, თუ როგორ უნდა მოვუაროთ კანს ზაფხულის ცხელ დღეებში და გირჩევთ კონკრეტულად რომელი პროდუქცია გამოიყენოთ:
კანის დაბანა
ცხელი ამინდებიდან გამომდინარე, ცხიმიანი კანი უფრო ცხიმიანდება, მშრალი კანიც კი შეიძლება გაცხიმიანდეს, ამიტომ ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად გამოიყენეთ გელისებრი დასაბანი საშუალება. აირჩიეთ რბილი, ალკოჰოლის გარეშე და pH დაბალანსებული გამწმენდი.
უფრო მეტად საჭიროა მშრალი კანისთვის. რადგანაც ჰიალურონი მოლეკულურ დონეზე ატენიანებს კანს. უკეთესი შედეგისთვის გამოიყენეთ ნოტიო კანზე დაბანის შემდეგ, დამატენიანებლამდე.
ზაფხულში სქელი დამატენიანებლებიდან უფრო თხელზე უნდა გადავიდეთ, რადგანაც კანმა შეძლოს თხელი კონსისტენციის ათვისება. დატენიანება ესაჭიროება ყველა ტიპის კანს.
ამ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური (და არამხოლოდ ამ სეზონის) არის მზისგან დაცვა. რადგანაც რუჯი არის კანის სტრესი, და მზისგან მიღებული მავნე სხივები ზრდის კანის კიბოს და მელანომას რისკს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ კანი.
მზისგან დაცვა ასევე აგვარიდებს თავიდან კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების წარმოქმნას. ამიტომ, ჩემთვის, როგორც კანის მოვლის მოყვარულისთვის, მზისგან დამცავი კრემი საუკეთესო ანტი ასაკობრივი საშუალებაა.
ზაფხულში რეკომენდაციას გავუწევ SPF მინიმუმ 30-ს, რადგანაც ამაზე დაბალი პროცენტულობა ვერ დაგიცავთ დიდი ხნის განმავლობაში.
მზისგან დამცავი საშუალებები არსებობს როგორც სახის, ასევე ტანის. კრემოვანი, ზეთოვანი, სპრეის და ლოსიონის სახით.
აუცილებელია არ გამოგვრჩეს ტუჩის დაცვაც, რადგანაც ტუჩზე არსებული კანი არის საკმაოდ თხელი. ტუჩის დაცვა შეგიძლიათ სპეციალური ტუჩსაცხებით, რომლებიც შეიცავს SPF30/SPF50.
მზისგან დამცავის საშუალების განახლება აუცილებელია ყოველ 2 საათში.
აგვისტოს მზიან დღეებში, დამღლელი რუტინის ფონზე, პაუზის აღებაა აუცილებელი. შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე საათით ქალაქის ხმაურს მოწყდეთ და თავი ხანმოკლე, მაგრამ სრულფასოვან შვებულებაში იგრძნოთ, დაისვენოთ, იცურაოთ და გემრიელი სასმელიც დააგემოვნოთ.
თეთრი კაბის კომფორტსა და ელეგანტურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის მუდამ იკავებს ღირსეულ ადგილს მაღალი მოდის სახლებისა თუ ადგილობრივი დიზაინერების კოლექციებში. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის სხვადასხვა სტილის სარაფნები შეარჩია, რომლებსაც ზაფხულის ლუქების შესაქმნელად გამოიყენებთ.
ზაფხულში, თუ თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებთ, აუზზე კარგი განტვირთვა არ არსებობს. The Diary-ს რედაქციაშიც ძალიან გვიყვარს აუზის დღეები და სწორედ ამიტომ, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში ჩვენმა გუნდმა თბილისის 5 აუზი შეგირჩიათ, სადაც განტვირთვის დღეების მოწყობა შეგიძლიათ.