უკვე თითქმის მიიწურა რუჯის მიღების სეზონი და დროა იმაზე დავიწყოთ ფიქრი თუ როგორ უნდა მოვუაროთ გაღიზიანებულ კანს. ჯანსაღი რუჯის ცნება რომ არ არსებობს, ეს კარგად მოგვეხსენება, ახლა დროა ჩვენი სხეულისთვის მიყენებულ სტრესზე/დამწვრობაზე ვიზრუნოთ სათანადოდ.
გაგიზიარებთ ჩემს პირად რჩევებს:
• ავენის თერმული წყალი, რომელიც იდეალურად ჩააცხრობს კანს, მოგიხსნით დაჭიმულობის შეგრძნებას, ასევე დაგიტენიანებთ და გაგაგრილებთ.
• აუცილებელია კანის მუდმივი დატენიანება, დღისით და ღამით. მე ვიყენებ ჩემი კანის ტიპის შესაფერის დამატენიანებელს და ასევე ღამის კრემოვან ნიღაბს, რომელსაც ვიჩერებ მთელი ღამე და დილით მოვიშორებ წყლის საშუალებით.
La Roche Posay Posthelios Soothing After Sun Gel For Face & Body
აგვისტოს მზიან დღეებში, დამღლელი რუტინის ფონზე, პაუზის აღებაა აუცილებელი. შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე საათით ქალაქის ხმაურს მოწყდეთ და თავი ხანმოკლე, მაგრამ სრულფასოვან შვებულებაში იგრძნოთ, დაისვენოთ, იცურაოთ და გემრიელი სასმელიც დააგემოვნოთ.
თეთრი კაბის კომფორტსა და ელეგანტურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის მუდამ იკავებს ღირსეულ ადგილს მაღალი მოდის სახლებისა თუ ადგილობრივი დიზაინერების კოლექციებში. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის სხვადასხვა სტილის სარაფნები შეარჩია, რომლებსაც ზაფხულის ლუქების შესაქმნელად გამოიყენებთ.
ზაფხულში, თუ თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებთ, აუზზე კარგი განტვირთვა არ არსებობს. The Diary-ს რედაქციაშიც ძალიან გვიყვარს აუზის დღეები და სწორედ ამიტომ, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში ჩვენმა გუნდმა თბილისის 5 აუზი შეგირჩიათ, სადაც განტვირთვის დღეების მოწყობა შეგიძლიათ.