თუკი ხანგრძლივი ქორწინებით, დიდი ოჯახითა და ჰარმონიული ურთიერთობით რომელიმე ცნობილ წყვილს შეუძლია დაიკვეხნოს, ეს უდავოდ ბექჰემები არიან. დევიდ და ვიქტორია ბექჰემები წელს ქორწინების 23 წლის იუბილეს აღნიშნავენ, 1998 წელს, მაშინ, როდესაც ინგლისელი ფეხბურთელი და Spice Girl-ის მომღერალი კარიერულ ზენიტში იყვნენ, დევიდმა ვიქტორიას ხელი უძვირფასესი ყვითელი ალმასის ბეჭდით სთხოვა.
1999 წლის ივლისში გამართული გრანდიოზული ქორწილის შემდეგ ალმასის ბეჭედი ვიქტორიას ერთადერთ ნიშნობის ბეჭდად როდი დარჩა, როგორც დასავლური გამოცემები იტყობინებიან, ჯამში 15 ბეჭედი, რომლითაც ვიქტორია სხვადასხვა ღონისძიებასა თუ წითელ ხალიჩაზე იქნა შემჩნეული ბოლო 23 წლის განმავლობაში, მისი პირადი ნიშნობის კოლექციის ნაწილია.
ვიქტორია ბექჰემის სამკაულების პირად კოლექციაში სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბრილიანტებს, მათ შორის ვარდისფერსა და ყვითელ ძვირფას ბეჭდებს აღმოაჩენთ, თუმცა ბრილიანტის გარდა მომღერალი და დიზაინერი უძვირფასესი ზურმუხტის, საფირონისა თუ მთვარის ქვის ბეჭდებსაც ფლობს.
ალმასის ბეჭედი, 1998 წლის ნიშნობის ცერემონიიდანმარადისობის ბეჭედიზურმუხტისფერი ბრილიანტივარდისფერი ბრილიანტიმსხლის ფორმის ბრილიანტის ბეჭედიყვითელი ბრილიანტიძვირფასი ზურმუხტიოთხკუთხა ბრილიანტიბეჭედი ლალის თვლითძვირფასი საფირონივარდისფერი ბრილიანტიოვალური ბრილიანტის ბეჭედითვალისმომჭრელი მთვარის ქვაოთხკუთხა ბრილიანტიბოლოს, კიდევ ერთი ყვითელი ბრილიანტი
აგვისტოს მზიან დღეებში, დამღლელი რუტინის ფონზე, პაუზის აღებაა აუცილებელი. შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე საათით ქალაქის ხმაურს მოწყდეთ და თავი ხანმოკლე, მაგრამ სრულფასოვან შვებულებაში იგრძნოთ, დაისვენოთ, იცურაოთ და გემრიელი სასმელიც დააგემოვნოთ.
თეთრი კაბის კომფორტსა და ელეგანტურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის მუდამ იკავებს ღირსეულ ადგილს მაღალი მოდის სახლებისა თუ ადგილობრივი დიზაინერების კოლექციებში. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის სხვადასხვა სტილის სარაფნები შეარჩია, რომლებსაც ზაფხულის ლუქების შესაქმნელად გამოიყენებთ.
ზაფხულში, თუ თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებთ, აუზზე კარგი განტვირთვა არ არსებობს. The Diary-ს რედაქციაშიც ძალიან გვიყვარს აუზის დღეები და სწორედ ამიტომ, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში ჩვენმა გუნდმა თბილისის 5 აუზი შეგირჩიათ, სადაც განტვირთვის დღეების მოწყობა შეგიძლიათ.