ოპრა უინფრისა და სასექსის ჰერცოგების თანამშრომლობა გრძელდება, სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრების პერიოდზე ისაუბრეს და რამდენიმე დაუჯერებელი ფაქტიც კი გააჟღერეს, ოპრა და პრინცი ჰარი საერთო პროექტზე მუშაობენ.
The Me You Can’t See - მე, რომელსაც ვერ მხედავ - ასე ჰქვია Apple TV-ს ახალ პროექტს, რომელიც დოკუმენტური სერიების ნაწილი გახლავთ და მენტალური ჯანმრთელობის, მის გარშემო არსებული სტიგმისა და პრობლემების შესახებ მოგვითხრობს. დოკუმენტური სერიის პრემიერა 21 მაისსაა ჩანიშნული და პირველი კადრების ხილვა უკვე შესაძლებელია.
გადაწყვეტილების მიღება და დახმარების თხოვნა სისუსტის ნიშანი არ არის. დღევანდელ სამყაროში, ის პირველ ყოვლისა სიძლიერესთან ასოცირდება.
თრეილერში პრინცი ჰარის ცხოვრების ამჟამინდელი კადრები მოხვდა, რომელში მეგან მარკლისა და პატარა არჩის პოვნაც შეიძლება, თუმცა აწმყოს ფონზე პრინცის ყველაზე ტრაგიკული დღის, პრინცესა დიანას დაკრძალვის ვიდეოარქივსაც ვხედავთ, რომელიც ჰარისთვის დღემდე ყველაზე მტკივნეული დღეა და მისივე თქმით ამ დღემ, მის ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი დატოვა.
დოკუმენტურ ფილმში მენტალურ ჯანმრთელობაზე, პრინცი ჰარის გარდა ხმამაღლა საუბრობენ მომღერალი ლედი გაგა და მსახიობი გლენ კლოუზი, უდავოა, რომ წინ საკმაოდ საინტერესო, ინფორმაციული და ემოციური დოკუმენტური სერიები გველის, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია 21 მაისი საგულდაგულოდ მოვინიშნოთ კალენდარში.
Ad Summit Tbilisi 20 ივნისს, 2025 წლის გამოშვებით ბრუნდება. წლის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქართული ციფრული მარკეტინგული სამიტი ამჯერად რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში გაიმართება.
20-22 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend 2025-ს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და თანამშრომლობის ჰაბად მოგვევლინება. როგორც ღონისძიების მედია პარტნიორები, The Diary-ს გუნდი ამ უნიკალური ფესტივალის ნაწილი გახლავთ.