„ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ 2023 წლის „ოსკარის“ ნომინაციების უპირობო ლიდერია
#კინოკინო კრიტიკოსებსა და box office-ის წარმატების შემდეგ, რეჟისორების დანიელ კვანისა და დანიელ შაინერტის სამეცნიერო ფანტასტიკა „ყველაფერი ყველგან ერთდროულად 2023 წლის ოსკარების ნომინაციების ლიდერად გვევლინება. ჯამში 11 ნომინაციით, ამერიკული აბსურდული დრამა-კომედია ისეთ კატეგორიებში დასახელდა როგორებიცაა: წლის საუკეთესო მხატვრული ფილმი, მთავარი როლის შემსრულებელი, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი და წლის საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი.