კულტურა

ეპიკური Dune-ის მთავარი კოზირი მის ემოციურ სიღრმეში უნდა ვეძებოთ

ეპიკური Dune-ის მთავარი კოზირი მის ემოციურ სიღრმეში უნდა ვეძებოთ

კოლოსალური ბიუჯეტით, ბრწყინვალე სამსახიობო და შემოქმედებითი გუნდით Dune-ის წარმატება თავიდანვე გარანტირებული იყო, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საბაბი იმისა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სამეცნიერო ფანტასტიკა კინოაკადემიის ჯილდოს მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება, Dune-ს დაუვიწყარს მისი ემოციური სიღრმე ხდის და ეს მარტივი მისაღწევი ნამდვილად არ არის.

Afternoon Tea - ჯესიკა გრიფიტის ნატურმორტული ფოტოგრაფია

Afternoon Tea - ჯესიკა გრიფიტის ნატურმორტული ფოტოგრაფია

ჯესიკა გრიფიტი ინგლისელი ნატურმორტის ფოტოგრაფია, რომლის პორტფოლიოც ნამდვილი ჯადოქრობებით არის სავსე. ტექნიკურად სრულყოფილი, იდეურად სრულფასოვანი და კომპოზიციურად დახვეწილი ფოტოები ჩვენი დღევანდელი დღის შთაგონებად იქცა და გადავწყვიტეთ, ჯესიკას სამუშაო პროცესის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგვეწყო და ჩვენი ერთგული მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა.

დღეს ქართველი ფოტოგრაფის დავით მესხის გამოფენა „უწონობისფერი“ იხსნება

დღეს ქართველი ფოტოგრაფის დავით მესხის გამოფენა „უწონობისფერი“ იხსნება

თბილისის ფოტო ფესტივალისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით, დღეს, 23 დეკემბერს 16:00 საათზე, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის დავით მესხის გამოფენა „უწონობისფერი“ იხსნება.

23 დეკემბრიდან გურამ წიბახაშვილის გამოფენა „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“ იხსნება

23 დეკემბრიდან გურამ წიბახაშვილის გამოფენა „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“ იხსნება

23 დეკემბერს, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის გურამ წიბახაშვილის გამოფენა „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“ იხსნება. გამოფენა ადამიანსა და გარემოს შორის შეუქცევადი ტრანსფორმაციის ორგანული კავშირის ასახვას ემსახურება, ის თბილისი ფოტო ფესტივალისა და თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის მიერ არის ორგანიზებული და ფოტო ფესტივალის მე-12 გამოშვების დასკვნითი ღონისძიებაა.

სტივენ სპილბერგის ფილმი West Side Story

სტივენ სპილბერგის ფილმი West Side Story

სტივენ სპილბერგის West Side Story რეჟისორის თავში დაიბადა, თუმცა არა უახლოეს წარსულში, ლეგენდარული მიუზიკლის ეკრანზე გადმოტანა სტივენმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ფენიქსში, 1950-იან წლებში პატარა სპილბერგს მხოლოდ მიუზიკლის საუნდტრეკი ესმოდა და ცდილობდა ცეკვის ყოველი მოძრაობა გონებაში გაეცოცხლებინა.

დღეიდან გალერეა „შარდენი“ გიორგი მირზაშვილის ახალი ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

დღეიდან გალერეა „შარდენი“ გიორგი მირზაშვილის ახალი ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

დღეს, 16 დეკემბერს, გალერეა შარდენში, ქართველი ფერმწერისა და პოეტის გიორგი მირზაშვილის საიუბილეო გამოფენა იხსნება. 60 წლის ხელოვანმა ახალი ნამუშევრებით დახუნძლული გამოფენა დედას მიუძღვნა. ექსპოზიციას საფუძვლად ლურჯ ფერებში შექმნილი პეიზაჟები დაედო, რომელიც მთელი გამოფენის კონცეფციადაც იქცა.

„მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი მოიგო

„მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი მოიგო

„ოსკარზე“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე, საქართველოს სახელით წარდგენილი „მეოთხე ბრაიტონი“ ყველაზე დიდ დაჯილდოებამდე დიდების მოხვეჭას განაგრძობს და არა ერთი პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შემდეგ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზის მფლობელადაც გვევლინება.

ნიკოლოზ ქაჯაია სიმღერით Let's Count The Smiles ევროვიზიაზე მე-2 ნომრად წარდგება

ნიკოლოზ ქაჯაია სიმღერით Let's Count The Smiles ევროვიზიაზე მე-2 ნომრად წარდგება

ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენაზე დაწერილი სიმღერა „დავთვალოთ ღიმილები“ (Let's Count The Smiles), 19 დეკემბერს პარიზში, „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე გაჟღერდება. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, ენერგიული და მუსიკალური ბიჭი ნიკო ქაჯაია მე-2 ნომრად წარდგება.

SPENCER-ის შესახებ და დიდი არჩევანის ზღვარზე მყოფი პრინცესა დიანას პორტრეტი

SPENCER-ის შესახებ და დიდი არჩევანის ზღვარზე მყოფი პრინცესა დიანას პორტრეტი

კრისტენ სტიუარტი, ტიმოთი სპოლი და ჯეკ ნილენი რეჟისორ პაბლო ლარაინის ახალ ეკრანიზაციაში ერთიანდებიან და კიდევ ერთხელ ცდილობენ, მე-20 საუკუნის ხალხის რჩეული პრინცესას - დიანას პორტრეტი ახლებური ხედვით წარმოგვიდგინონ. კრისტენის ლედი დი უნიკალურია, ვერაფრით მიამსგავსებთ აქამდე ნანახსა და გაგონილს, ნარატივი დამაინტრიგებელია, დამნაშავე კი ხან არავინ, ხან კი ყველაა.

„ბაია გალერეა“ ელენე ახვლედიანსა და მისი ეპოქის მხატვრებს  უმასპინძლებს

„ბაია გალერეა“ ელენე ახვლედიანსა და მისი ეპოქის მხატვრებს უმასპინძლებს

დიდებული ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის ელენე ახვლედიანის გამოფენას, სახელწოდებით „ელენე ახვლედიანი და მისი ეპოქა“ 17 დეკემბრიდან „ბაია გალერეა“ უმასპინძლებს.

ზევით