კულტურა

XXI საუკუნეში გაცოცხლებული XII საუკუნის ვეფხისტყაოსანი

XXI საუკუნეში გაცოცხლებული XII საუკუნის ვეფხისტყაოსანი

ეროვნული ფენომენი გააცოცხლეს 21-ე საუკუნის ხელნაწერ ვეფხისტყაოსანში, რომლის გადაწერაში მონაწილეობა ჩვენი საუკუნის 300-მდე ღვაწლმოსილმა პიროვნებამ მიიღო. მხატვართა ჯგუფმა კი სპეციალურად ამ წიგნის შესამკობად შექმნა სხვადასხვა დეკორატიული ელემენტები, ორნამენტები და ილუსტრაციები.

მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ - ახალი გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ - ახალი გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალი გამოფენისთვის ემზადება. მუზეუმში „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“ 30 ნოემბრიდან იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი 25 ნამუშევარს იხილავს, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის თურქეთიდან ჩამოიტანეს.

„ფესტ ი ნოვა 2021“: თანამედროვე ხელოვნების რიგით მე-13 ფესტივალი გაიხსნა

„ფესტ ი ნოვა 2021“: თანამედროვე ხელოვნების რიგით მე-13 ფესტივალი გაიხსნა

„არტ ვილა გარიყულა“ ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების რიგით მე-13 ფესტივალს „სახესხვაობას“ წარმოგვიდგენს. კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, წელს გამოფენა სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში სულ ცხრა არტისტი შეირჩა, რომელთაგან ექვსი ხელოვანის: სალომე გაგუას, მარი ყალაბეგაშვილის, თამუსა ზარქუას,  გვანცა ჯგუშიას,  ლოლა მაჭარაშვილისა და ნიკა კოპლატაძეს ნამუშევრები 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით „მაუდის“ სივრცეში, გამოფენაზე CANILEAVENOW, იქნება წარმოდგენილი.

სად არის ქეით ჰადსონის საკულტო ყვითელი კაბა დღეს?

სად არის ქეით ჰადსონის საკულტო ყვითელი კაბა დღეს?

2003 წელს გამოსული საკულტო ფილმი How to Lose a Guy in 10 Days ქეით ჰადსონისა და მეთიუ მაკონაჰის მონაწილეობით, არა ერთი მიზეზის გამო შევიყვარეთ. მსუბუქი იუმორი, ბრწყინვალე სამსახიობო დუეტი, დასამახსოვრებელი, გამორჩეული სიუჟეტი და ქეითის ყვითელი კაბა, დიახ სწორედ ის კაბა, რომელიც მსახიობს ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტში ამშვენებდა.

22 დეკემბრისა და EMILY IN PARIS-ის ახალი სეზონის მოლოდინში

22 დეკემბრისა და EMILY IN PARIS-ის ახალი სეზონის მოლოდინში

მეორე სეზონის თრეილერში ყველაზე საინტერესოდ ემილის ბოსის, სესილის ფრაზა გაჟღერდა: Oh Emily, you're getting more French by the day. ეჭვი გვაქვს, სესილიმ მთავარი გმირის პირადი ცხოვრება იგულისხმა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ლილი კოლინზის გმირი სტილის კუთხითაც გაგვაოცებს და უფრო მეტად ფრანგულ და დახვეწილ ლუქებს შემოგვთავაზებს.

აფიშა: ჯანსუღ კახიძის სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალი

აფიშა: ჯანსუღ კახიძის სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალი

24-30 ნოემბერს დიდი ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის სახელობის, რიგით VI საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.

პენელოპე კრუსის საუკეთესო შესრულება პედრო ალმადოვარის Parallel Mothers-ში

პენელოპე კრუსის საუკეთესო შესრულება პედრო ალმადოვარის Parallel Mothers-ში

ისტორიას დედები ქმნიან - მათ გარეშე ცივილიზაცია ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევდა წინ! პედრო ალმადოვარის ახალი, საოცრად დახვეწილი და მრავლისმთქმელი ფილმი Parallel Mothers პირველად ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე გამოჩნდა და კინოკრიტიკოსთა თუ მაყურებელთა სიმპათია ნახვისთანავე დაიმსახურა.

„გალერეა 9“ მამია მალაზონიას გამოფენა „საიათნოვას“ მასპინძლობს

„გალერეა 9“ მამია მალაზონიას გამოფენა „საიათნოვას“ მასპინძლობს

თეატრალური მხატვარი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი და შოთა რუსთაველის ეროვნული პრემიის ლაურეატი -  მამია მალაზონია, გამოფენა „საიათნოვას“ „გალერეა 9-ში“ გამართავს.

„გალერეა შარდენი“ ვერა ფაღავას პერსონალურ გამოფენაზე გვეპატიჟება

„გალერეა შარდენი“ ვერა ფაღავას პერსონალურ გამოფენაზე გვეპატიჟება

საფრანგეთში, 1944 წლის ერთი მშვენიერი დღე იქნებოდა, როდესაც გალერისტ ჟონ ბიუშეს ჩანაფიქრმა ხელშესახებ რეალობად გარდაქმნა დაიწყო. პიკასოს ცოლის დორა მაარის გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს აბსტრაქტული მონახაზების წონასწორობა, მათი სიბსუბუქე და ჰაეროვნება, რომლის მიღმაც ბიუშეს რჩეული და ფავორიტი გოგო - ქართველი ემიგრანტი ქალი მხატვარი ვერ ფაღავა იდგა.

მონე, შალე, კლიმტი: საშემოდგომო პეიზაჟების ცნობილი ავტორები

მონე, შალე, კლიმტი: საშემოდგომო პეიზაჟების ცნობილი ავტორები

შემოდგომა წელიწადის დროების ნამდვილი საგანძურია, ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი სეზონი, თავისი ფერთა გამით, გარდამავალი ტონებით, ფოთოლცვენითა და უმშვენიერესი დაისებით მნახველის აღფრთოვანებას არასოდეს წყვეტს. ეს სეზონი საუკეთესო დროა ბუნების ახლოდან აღმოსაჩენად და მის შესასწავლად და შესაგრძნობად, შთაგონებისთვის ერთი მაგიური პეიზაჟიც კი საკმარისია და ის თქვენი მეხსიერებიდან არასოდეს გაქრება.

ზევით