25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა
#საზოგადოებადღეს, 25 ნოემბერს, გენერალური ასამბლეის მიერ გამოცხადებული, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქალები მთელ მსოფლიოში გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი ხდებიან, დღევანდელი დღე კი ამ ფაქტების მიმართ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება, მისი მიზანია მოცემული საკითხების მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.