ფრანგი მსახიობების მხარდაჭერა ირანელ ქალებს „თმის ნაწილი თავისუფლებისთვის“
#WOMEN POWERირანში თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება, წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეული აქტი - სახალხოდ თმის შეჭრა კი ირანელი ქალების (და არამარტო) თანადგომის ნიშნად იქცა მთელ მსოფლიოში. 50-ზე მეტმა ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ქალმა, გადაიღო ირანელი ქალებისა და გოგოების მხარდასაჭერი ვიდეო, სადაც ისინი პროტესტის ნიშნად იჭრიან თმას და ამით მაჰსა ამინის და ბოლო 19 დღის განმავლობაში გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას მიაგებენ პატივს.