6200: სადღაც უსახლოდ - კომიქსების სერია ადამიანებზე, რომლებსაც ვერ მოვუსმინეთ
#საზოგადოება“ეს არ არის ისტორია მტყუანსა და მართალზე. არც გეოპოლიტიკური წიაღსვლაა. საქართველოში და მსოფლიოში მილიონობით დევნილია. მათი ხმა არ ისმის. დროა ვისაუბროთ ამ ადამიანების ომის შემდგომ გამოცდილებაზე” - ამ სიტყვებით იწყება პირველი ქართული გრაფიკული ნოველა, იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, რომელიც, ყოველთვიურად, სერიების სახით გამოიცემა და ახალ, უთქმელ, უნახავ მაგრამ, არა მივიწყებულ, ისტორიებს გაგვაცნობს.