ივ სენ ლორანის ნორმანდიული შატო ჰორსტ პ.ჰორსტის ობიექტივში
#დეკორი1983 წელს მარაკეშის სიცხისგან დაღლილმა ლეგენდარულმა დიზაინერმა ივ სენ ლორენმა პიერ ბერჟესთან ერთად ახალი თავშესაფრის პოვნა გადაწყვიტა და ძიების პროცესში Château Gabriel აღმოაჩინა. სახლმა დიზაინერის ყურადღება ნახვისთანავე მიიპყრო, პანორამულმა ხედმა დოველის ყურეზე ივ სენ ლორანს სიმშვიდის და კომფორტულობის განცდა გაუჩინა და დიდებული ნორმანდიული შატოს შეძენისკენაც უბიძგა.