2023 წლის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები და მნიშვნელოვანი მომენტები ცერემონიიდან
#კინო„ოქროს გლობუსი“ გასულ ღამეს, საიუბილეო მე-80 დაჯილდოების ცერემონიით დაგვიბრუნდა. ცერემონია კომიკოსმა ჯეროდ კარმაიკლმა მონოლოგის ხისტი ხუმრობებით გახსნა. „მე აქ იმიტომ ვარ რომ შავკანიანი ვარ“, განაცხადა საღამოს წამყვანმა და დარბაზში მსხდომებს და მაყურებლებს შეახსენა მიზეზი, რის გამოც 2022 წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია NBC-ის ეთერში არ გადაიცა.