„მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი მოიგო
#კინო„ოსკარზე“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე, საქართველოს სახელით წარდგენილი „მეოთხე ბრაიტონი“ ყველაზე დიდ დაჯილდოებამდე დიდების მოხვეჭას განაგრძობს და არა ერთი პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შემდეგ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზის მფლობელადაც გვევლინება.