ოპერის ქალღმერთი, სახელად მარია კალასი
#მუსიკაარაფერი ასახავს მეოცე საუკუნის საოპერო სამყაროს ყველაზე ცნობილი ქალის ცხოვრებას ისე, როგორც ზემოთ ხსენებული მისივე სიტყვები. 1923 წლის 2 დეკემბერს სამყაროს მარია ანა სოფია სესილია კალოგეროპულოსი მოევლინა, ქალი, რომელიც სამყარომ მარია კალასის სახელით შეიყვარა და საოპერო სამყაროს მოვლენა, რომელმაც თავისი ფენომენალურობით, ინტელექტით, ქარიზმითა და საშემსრულებლო მანერით ყველა ერთიანად აღაფრთოვანა.