ჯენიფერ ლოპესის საშემოდგომო იდეალური მანიკური 10$-მდე ღირს
#სილამაზეროდესაც საქმე ფრჩხილის ტრენდებს ეხება, ჯენიფერ ლოპესი მათი იდეალურად მორგების საქმეში უკონკურენტოა და არც მისი უკანასკნელი ფრჩხილის ფერი აღმოჩნდა გამონაკლისი. Ralph Lauren-ის 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებას ჯეილო გასულ კვირას, ლოს-ანჯელესში დაესწრო, მომღერალს, მსახიობსა და წარმატებულ ბიზნესვუმენს, Ralph Lauren-ის ზოლიანი კოსტიუმი, კოვბოის ქუდი და ულამაზესი ბორდოსფერი მანიკური ამშვენებდა.