„ნურაფრის შეგეშინდებათ“: 81 წლის მართა სტიუარტი ასაკობრივი სტერეოტიპების წინააღმდეგ
#სილამაზე81 წლის ამერიკელმა მწერალმა, ტელეწამყვანმა და ყოფილმა მოდელმა, მართა სტიუარტმა ისტორია დაწერა, როდესაც ორშაბათს Sports Illustrated-ის გარეკანი საცუარო კოსტიუმში გამოწყობილმა დაამშვენა. ტელეწამყვანი ერთ-ერთია იმ ოთხი ქალიდან, რომლებიც წელს ჟურნალის საცურაო კოსტიუმების გამოცემისთვის პოზირებენ. 2023 წლის გარეკანზე აგრეთვე გამოჩნდნენ: მომღერალი კიმ პეტრასი, მოდელი ბრუკს ნადერი და მსახიობი მეგან ფოქსი.