ივლისში სხვა არაფერი დაგეგმო! ბათუმსა და ქუთაისში რაგბია
#სპორტირაგბის მოყვარულებს წინ ცხელი ზაფხულით ელოდებათ, ბათუმსა და ქუთაისში ივლისის თვეში დიდი მატჩებია დაგეგმილი არგენტინასთან, იტალიასა და პორტუგალიასთან. 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში, ბორჯღალოსნებისთვის სამივე თამაში უმნიშვნელოვანესია, თუმცა იტალიასთან ჯახი გამორჩეულია, როგორც მორაგბეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის და ზოგადად ქართული რაგბისთვის.