კულტურა

MTV VMA 2021: სტუმრები, გამარჯვებულები და წითელი ხალიჩა

MTV VMA 2021: სტუმრები, გამარჯვებულები და წითელი ხალიჩა

ნიუ-იორკში Barclays Center-ში, გასულ ღამეს, მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონია MTV VMAs გაიმართა. რიგით 38-ე დაჯილდოებამ, როგორც მოსალოდნელი იყო ხმაურიანად ჩაიარა. მოვლენათა ეპიცენტრში დასაწყისშივე წითელი ხალიჩა მოექცა, სადაც თავი მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა მომღერლებმა მოიყარეს

გიორგი მიქაძე Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორი გახდა

გიორგი მიქაძე Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორი გახდა

YAMAHA-ს ჯაზ არტისტი, ბერკლის მუსიკალური კოლეჯის კურსდამთავრებული და პირველი ქართველი, რომელმაც მანჰეტენის მუსიკის სკოლაში ჯაზის მაგისტრის წოდება მიიღო - გიორგი მიქაძე კარიერაში ახალ მწვერვალებს იპყრობს და სულ მალე, Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორის მოვალეობას შეითავსებს.

20 უცნობი ფოტოსურათი ჟან-პოლ ბელმონდოს ცხოვრებიდან

20 უცნობი ფოტოსურათი ჟან-პოლ ბელმონდოს ცხოვრებიდან

6 სექტემბერს, 88 წლის ასაკში, კინოინდუსტრია ფრანგული "ახალი ტალღის" ვეტერან მსახიობ ჟან-პოლ ბელმონდოს დაემშვიდობა. 50-წლიანი ბრწყინვალე სამსახიობო კარიერის, არასტანდარტული გარეგნობისა და ყველაზე სარისკო სიტუაციებშიც კი დუბლიორის გარეშე შესრულებული როლების წყალობით, ბელმონდო ისეთი რეჟისორების ოქროს ბიჭად ითვლებოდა, როგორებიც: ჟან-ლუგ გოდარი, ლუის მალე, ფრანსუა ტრიუფო, კლოდ ლელუში, ჟან-პოლ რაპენო თუ ჯარედ ური იყვნენ.

დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

გასულ წელს, ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი ფილმით „დასაწყისი“ სან სებასტიანის კინოფესტივალს ესტუმრა და ნამდვილი ტრიუმფიც მოახდინა. დეას სრულმეტრაჟიანმა ფილმმა 4 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის გახლდათ კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ნიჟარა”. წელს კი რეჟისორი თავად მოგვევლინება კინოფესტივალის ჟიურის წევრად, ინფორმაციას ამ სიახლის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

CARTIER-ის ელჩი - ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალზე

CARTIER-ის ელჩი - ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალზე

ხატია, რიგით 78-ე კინოფესტივალის გახსნის დღეს ფილმ Madres Paralelas გლამურულ ხალიჩაზე გამოჩნდა და შავ კაბაში გამოწყობილმა Cartier-ის სამკაულებითა და მისთვის დამახასიათებელი მკვეთრი მაკიაჟით გაიბრწყინა. ხატია ბუნიათიშვილი, სამკაულებისა და საათების წამყვანი ფრანგული ბრენდის, Cartier-ის საერთაშორისო ელჩი დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა და ბრენდის სახელით პირველი დიდი გამოჩენითაც გაგვანებივრა.

ვენეციის 78-ე კინოფესტივალის პირველი გლამურული დღე და წითელი ხალიჩა

ვენეციის 78-ე კინოფესტივალის პირველი გლამურული დღე და წითელი ხალიჩა

1-ელ სექტემბერს ვენეციის 11-დღიანმა კინოფესტივალმა სტარტი ოფიციალურად აიღო, ხანგრძლივი ონლაინ ფესტივალების და კინოდაჯილდოებების შემდეგ, ოფლაინ გამართული ღონისძიებები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ და გამომდინარე იქედან, რომ კინოფესტივალი გახსნის დღიდან მოვლენათა ეპიცენტრშია, ერთად გავიაროთ პირველი დღის მთავარი მოვლენები

ქეთი მელუა, როგორც ევროპული კულტურის ჯილდო საქართველოსთვის

ქეთი მელუა, როგორც ევროპული კულტურის ჯილდო საქართველოსთვის

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სამშობლოში, ამ კომპოზიტორის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა გაიმართა, სადაც ქეთი მელუა ქართველი დიზაინერის და თბილისის პირველი ლედის, ანუკი არეშიძის კაბაში გამოფარფატდა და რამდენიმე წამით, მაგრამ სუნთქვა შეუკრა ციურიხის სტუმრებს.

The Lost Daughter: მეგი ჯილენჰოლის სადებიუტო ნამუშევარი

The Lost Daughter: მეგი ჯილენჰოლის სადებიუტო ნამუშევარი

არა ერთ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ფილმში მონაწილეობის შემდეგ, მეგი ჯილენჰოლმა დიდი ნაბიჯი გადადგა და ბედს რეჟისორის ამპლუაში გამოცდის. სადებიუტო ნამუშევრისთვის მსახიობმა Netflix-ის საკაბელო არხი შეარჩია და ფილმის, სახელწოდებით The Lost Daughter-ის შესახებ უკვე ჩვენთვის არა ერთი ინფორმაციაა ცნობილი.

კეროლინ ბესეტის და ჯონ კენედი-უმცროსის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ

კეროლინ ბესეტის და ჯონ კენედი-უმცროსის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ

გასული საუკუნის ერთ-ერთი საკულტო წყვილის ცხოვრების, სიყვარულისა და ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ სერიალს გადაიღებენ, თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შოუს შემქმნელი რაიან მერფი იქნება და საკმარისია მისი სახელის გაგონება, რომ თავში ყველაზე არაორდინალური საშინელებათა ჟანრის ქმნილებები ამოგვიტივტივდება. American Horror Story-ს ანთოლოგიები კიდევ უფრო საინტერესოდ გრძელდება.

And Just Like That - სერიალს ახალი სამანტა ჯონსი ჰყავს

And Just Like That - სერიალს ახალი სამანტა ჯონსი ჰყავს

ნიუ-იორკში And Just Like That-ის გადაღებები გრძელდება და ამის დამსახურებით 10 სერიისგან შემდგარი შოუს შესახებ სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. სარა ჯესიკა პარკერის ახალი Instagram პოსტის წყალობით შევიტყვეთ, რომ სამანტას შემცვლელი მაინც მოუძებნეს. ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელმა სინტია ნიქსონთან, კრისტინ დევისთან და არი პარკერთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა. სწორედ, ეს უკანასკნელი გახლავთ ლეგენდარული სამანტას შემცვლელი.

ზევით