Sorry ladies! დავით ნინიაშვილი დაინიშნა

Sorry ladies! დავით ნინიაშვილი დაინიშნა

ქართული რაგბის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, დავით ნინიაშვილმა გასულ ღამეს რჩეულს ხელი სთხოვა. სპორტსმენის და მისი რჩეულის Instagram გვერდებზე ფოტო გამოჩნდა, სადაც მუხლზე დაჩოქილ ნინიაშვილს ხელში ნიშნობის ბეჭდის ყუთი უჭირავს. ცნობილი მორაგბის მეორე ნახევარი look models-ის მოდელი, ლინდა ინაშვილია.

ორაგულის ტარტარი მანგოთი - შეფ დავითის რეცეპტი

ორაგულის ტარტარი მანგოთი - შეფ დავითის რეცეპტი

დავით გამსახურდია ახალგაზრდა მზარეულია, რომელიც Thediary-ს მკითხველს საკუთარი იტნერპრეტაციით შექმნილ ტარტარის რეცეპტს გვთავაზობს.

Maria: ანჯელინა ჯოლის პირველი ფოტოები მარია კალასის როლში

Maria: ანჯელინა ჯოლის პირველი ფოტოები მარია კალასის როლში

რეჟისორმა პაბლო ლარეინმა, დღის შუქზე ახალი ბიოგრაფიული დრამის Maria-ს კადრები გამოიტანა. 48 წლის მსახიობი ანჯელინა ჯოლი, რომელიც ფილმში ლეგენდარული ოპერის მომღერლის მარია კალასის როლს მოირგებს, ფოტოებზე ორ განსხვავებულ იმიჯს ირგებს. ერთში მარიასეული გრაცია და სიამაყე იკვეთება, მეორე ფოტო კი მეტად მელანქოლიური ხასიათისაა და ფილმის სენსიტიურ შინაარსთან უფრო ახლოს დგას.

ლევან ჭოლა წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ლევან ჭოლა წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

კოტე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, გატარებული 18 წლის შემდეგ, ლევან (ჭოლა) წულაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს Facebook გვერდზე გუშინ გამოჩნდა.

The Crown-ის ფინალური სეზონის პირველ ნაწილს Netflix-ზე 16 ნოემბერს ვიხილავთ

The Crown-ის ფინალური სეზონის პირველ ნაწილს Netflix-ზე 16 ნოემბერს ვიხილავთ

Netflix-მა პერიოდული დრამის The Crown-ის გულშემატკივრებს დიდხანს ნანატრი ინფორმაცია გაგვიზიარა, სერიალის ფინალური სეზონი ორ ნაწილად გამოვა, პირველი ნაწილის ხილვა სულ რამდენიმე კვირაში 16 ნოემბერს შეგვეძლება, მეორე ნაწილ კი მოგვიანებით, 14 დეკემბერს ვიხილავთ.

5 წიგნი, რომელიც ოქტომბრის მელანქოლიურ განწყობას მოუხდება

5 წიგნი, რომელიც ოქტომბრის მელანქოლიურ განწყობას მოუხდება

წელიწადის ყველა დროს, განსაკუთრებულ ატმოსფეროსთან ერთად, თან სპეციფიკური განწყობაც მოაქვს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს. ოქტომბრის დადგომამ, ნამდვილი შემოდგომის შემობრძანება გვაგრძნობინა, ზაფხულისა და ზამთრის გზაგასაყარზე, ყველაფერი მეტად (გულ)გრილი და მელანქოლიური გვეჩვენება და რა უხდება ამ მდგომარეობას, სწორად შერჩეულ საკითხავ წიგნზე მეტად?!

თბილისის რიგით მე-16 სტუდენტური კინოფესტივალი 10 ოქტომბერს იხსნება

თბილისის რიგით მე-16 სტუდენტური კინოფესტივალი 10 ოქტომბერს იხსნება

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 10-15 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ იმართება.

ამერიკული The Voice-ის ქართველი მონაწილე ნინი ბრეგვაძე პოტენციურ გამარჯვებულად მოიხსენიეს

ამერიკული The Voice-ის ქართველი მონაწილე ნინი ბრეგვაძე პოტენციურ გამარჯვებულად მოიხსენიეს

ამერიკული მეგაპროექტების დაპყრობის დროა! შტატებში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე სასცენო სახელით ცნობილი, როგორც Nini Iris, ამერიკული The Voice-ის სცენაზე გასულ ღამეს გამოჩნდა. ბრმა მოსმენაზე, ნინიმ, ნამდვილი ფურორი მოახდინა და სულ რამდენიმე წამში ჟიურის ოთხივე წევრის მონუსხვა მოახერხა.

მაღაზია „ტაბითა“  ჰოსპისი „ფესრისცვალებისთვის“ საქველმოქმედო ღონისძიებას აანონსებს

მაღაზია „ტაბითა“ ჰოსპისი „ფესრისცვალებისთვის“ საქველმოქმედო ღონისძიებას აანონსებს

7 ოქტომბერს, სტამბაში, Tabitha pop-up shop-ის საქველმოქმედო პროექტი უკვე მეორედ განხორციელდება. ღონისძიების მიზანი, ამჯერადაც საქველმოქმედო ორგანიზაცია ჰოსპისი „ფესრისცვალების“ დახმარება იქნება. ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა ქართველი და უცხოელი დიზაინერების, ახალი თუ ვინტაჟური ნივთები სპეციალურ ფასად შეიძინოს.

2023 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პატიმრობაში მყოფ ირანელ აქტივისტს მიენიჭა

2023 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პატიმრობაში მყოფ ირანელ აქტივისტს მიენიჭა

რამდენიმე საათის წინ, შვედეთის აკადემიამ, მშვიდობის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინა. პრემია პატიმრობაში მყოფ ირანელ აქტივისტს, ადამიანის უფლებათა დამცველსა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ნარგეს მოჰამადს მიენიჭა.

ზევით