მარგო რობისა და რაიან გოსლინგის კოორდინირებული ვარდისფერი ჩაცმულობა CinemaCon-ზე

მარგო რობისა და რაიან გოსლინგის კოორდინირებული ვარდისფერი ჩაცმულობა CinemaCon-ზე

Barbie-ს შემოქმედებითი და სამსახიობო გუნდი წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა. გასაკვირი არავისთვის ყოფილა ის ფაქტი, რომ მარგო რობი და რაიან გოსლინგი ეკრანიდან გადმოსულ პერსონაჟებს ბარბისა და კენს ჰგავდნენ. მარგომ ვარდისფერი კუბოკრული ორეული მოირგო Prada-სგან, რომელსაც ამავე ფერის Christian Louboutin-ის ფეხსაცმელები შეუხამა. რაიანმა კი Barbie-ს ფონტით Greta Gerwig-ის წარწერიანი მაისური და ვარდისფერი ჟაკეტი მოირგო.

The Diary უკვე Viber-ზეა, შემოუერთდით ჩვენს არხს!

The Diary უკვე Viber-ზეა, შემოუერთდით ჩვენს არხს!

The Diary და Viber დამოგებრდნენ, დღეიდან უკვე შეგიძლიათ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეები, ექსკლუზიური ინტერვიუები და სტატიები კულტურის, მოდის თუ სპორტის შესახებ, ჩვენს Viber არხზე წაიკითხოთ.

ლუკა მიქაძის ხელით მოხატული სამოსი და დებიუტი MBFW TBILISI-ზე

ლუკა მიქაძის ხელით მოხატული სამოსი და დებიუტი MBFW TBILISI-ზე

ლუკა მიქაძე ყოფილი ფეხბურთელი და მოქმედი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც საკუთარი სახელი მოდის სამყაროსთან, სულ რამდენიმე წლის წინ გააიგივა, მაშინ, როდესაც მივიწყებულ ბავშვობის ჰობს - ხატვას მიუბრუნდა და ის ხელახლა აღმოაჩინა. ტილოდან ლუკამ მალევე სამოსზე გადაინაცვლა და ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტის - ხელით მოხატული სამოსის შექმნა დაიწყო.

ნუცა ბუზალაძე AMERICAN IDOL-ის საუკეთესო თორმეტეულშია

ნუცა ბუზალაძე AMERICAN IDOL-ის საუკეთესო თორმეტეულშია

ნუცა ბუზალაძე მუსიკალური კარიერის ყველაზე დიდ ნაბიჯებს დგამს და ამის მომსწრე ჩვენ, ყველანი ვართ. რამდენიმე საათის წინ, American Idol-ის Top 12-ეულის შერჩევისას, ქართველ მონაწილეს მიღებული ხმათა რაოდენობა არ ეყო შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მიუხედავად ამისა, კონკურსის ვარსკვლავურმა ჟიურიმ, ორადგილიანი კვოტით, ნუცა ბუზალაძე საკუთარ რჩეულად დაასახელა და ამერიკელ მონაწილესთან ერთად მუსიკალური მეგაშოუს შემდეგ ფინალურ ეტაპზე გადაიყვანა.

სოფია რიჩის ზღაპრული ქოწრილი საფრანგეთში და  CHANEL-ის სამი საპატარძლო კაბა

სოფია რიჩის ზღაპრული ქოწრილი საფრანგეთში და CHANEL-ის სამი საპატარძლო კაბა

სოფია რიჩი და ელიოტ გრენჯი გასულ კვირას საფრანგეთში, Hotel du Cap-Eden-Roc-ში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში დაქორწინდნენ. 24 წლის მოდელი და დიზაინერი, რომელიც ასევე ლეგენდარული მომღერლის ლაიონელ რიჩის უმცროსი შვილია, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ზღაპრულად გამოიყურებოდა, სოფიამ არა ერთი არამედ სამი საპატარძლო კაბა მოირგო, სამივე მათგანი Chanel-მა ექსკლუზიურად მისთვის შექმნა.

1950-იანი წლების პარიზული გლამური მარკ შოუს ფოტოარქივიდან

1950-იანი წლების პარიზული გლამური მარკ შოუს ფოტოარქივიდან

1950-იანი წლები, მოდის დედაქალაქის ყველაზე გლამურული ათწლეული, ეპოქა, რომელმაც  Dior-ის, Givenchy-ის, Fath-ის, Balenciaga-სა და Balmain-ის ჯადოსნურ სამყაროში შეგვახედა და ლეგენდარული მოდის სახლების განუმეორებელი დიზაინერების ნამუშევრები დაგვიტოვა. ეს გახლდათ წლები, როდესაც პარიზული მოდა ბრწყინვალებით მწვერვალებს იპყრობდა და ერთი ნახვით აჯადოებდა მნახველს.

ახალი ჰობის შეძენა გინდათ? - მაშინ, ეს ვორქშოპები აუცილებლად დაგაინტერესებთ

ახალი ჰობის შეძენა გინდათ? - მაშინ, ეს ვორქშოპები აუცილებლად დაგაინტერესებთ

დროდადრო ყველას გვიჩნდება სურვილი, შემოქმედებით სამყაროში ჩავიძიროთ, ყოველდღიურობას მოვწყდეთ, განვიტვირთოთ და ამავდროულად რაიმე ლამაზი და ჩვენთვის ღირებული შევქმნათ. შესაძლოა ეს საქმე სამომავლოდ ჰობადაც კი ვაქციოთ, თუმცა რატომღაც პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის გვიძნელდება.

ალეკ ბოლდუინს პროკურორებმა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის ბრალი მოუხსნეს

ალეკ ბოლდუინს პროკურორებმა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის ბრალი მოუხსნეს

2023 წლის თებერვალში, მსახიობ ალეკ ბოლდუინს პროკურატურამ დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით ბრალი წარუდგინა, თუმცა ბრალის წარდგენიდან 3 თვის შემდეგ, მსახიობის ადვოკატის ლუკ ნიკასის ცნობით, პროკურორებმა ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ მიმართული ყველა ბრალდება მოხსნეს.

Imagine Dragons, The Killers, FKJ: მუსიკოსები, რომლებიც აგვისტოში საქართველოში კონცერტს გამართავენ

Imagine Dragons, The Killers, FKJ: მუსიკოსები, რომლებიც აგვისტოში საქართველოში კონცერტს გამართავენ

Black Sea Arena-მ მასშტაბური კამპანია Starring Georgia და მასთან ერთად ძალიან ცხელი, ღონისძიებებით დახუნძლული აგვისტო დაგვიანონსა. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი არტისტები: Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic-ს და სხვა მუსიკოსებს უმასპინძლებს.

ქეითი პერის კომენტარმა American Idol-ში მაყურებლის კრიტიკა პირველად დაიმსახურა

ქეითი პერის კომენტარმა American Idol-ში მაყურებლის კრიტიკა პირველად დაიმსახურა

მხოლოდ იმიტომ, რომ ქეითი პერი American Idol-ის ჟიურის წევრია, არ ნიშნავს იმას, რომ მას ყველა უსიტყვოდ ეთანხმება. ორშაბათს, 17 აპრილის ეპიზოდში, საკონკურსო შოუს მსვლელობისას, მომღერლის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა, ბოლო 6 სეზონის განმავლობაში მაყურებლის უკმაყოფილება პირველად დაიმსახურა. ქეითი პერის კომენტარი არც მეტი არც ნაკლები მეგაშოუს ქართველი მონაწილისკენ, ნუცა ბუზალაძისკენ იყო მიმართული.

ზევით