SELF MADE ელენე გოგავა - ცისფერთვალება Make Up არტისტი
#სილამაზეეს ცისფერთვალება გოგო წლების მანძილზე არა ერთ ფოტო გადაღებაში, პოდიუმზე, თუ ვიდეო რგოლში გეყოლებათ ნანახი. მას შემდეგ, რაც პანდემიამ სამყარო ძირფესვიანად შეცვალა, ელენემ საკუთარი ცხოვრების კიდევ უფრო სიღრმისეულად გადატრიალება გადაწყვიტა და სახლში გამოკეტილმა ახალი პროფესიის ათვისებას მიჰყო ხელი. დღეს მის Instagram გვერდზე Art Makeup-ის მიმართულების პოსტებს და ავტო პორტრეტებს შეხვდებით. მოკლედ, ბევრისგან განსხვავებით ელენესთვის 2020 წარმატებული წელი გამოდგა.