ცხოვრების სტილი

MBFW თბილისი დაიწყო - დღე I

MBFW თბილისი დაიწყო - დღე I

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული, მე-15 სეზონით, განახლებული ძალებით, უზღვავი ენერგიითა და ორიგინალური ხედვით დაგვიბრუნდა. ორ სეზონიანი პაუზის შემდეგ, 4 მაისს, MBFW თბილისმა 5-დღიანი მოდური თავგადასავლის სტარტი აიღო. ღონისძიებამ, რომელმაც პირველად მონიშნა საქართველო მოდის მსოფლიო რუკაზე და ქვეყნის პოპულარიზებას მსოფლიო ასპარეზზე დღემდე წარმატებით აგრძელებს

Balenciaga-ს 2023 წლის საშემოდგომო კამპანიაში ნინო ცქიტიშვილი გადაიღეს

Balenciaga-ს 2023 წლის საშემოდგომო კამპანიაში ნინო ცქიტიშვილი გადაიღეს

Balenciaga ახალ, 2023 წლის საშემოდგომო კამპანიას სახელწოდებით - Fitting Rooms წარმოგვიდგენს. დიზაინერი ერთგულ მომხმარებელს ამჯერად „გასახდელში“ მოდელებთან, ცნობილ სახეებთან და სხვა წარმატებულ ადამაინებთან ერთად იწვევს.

MBFW თბილისის 23/24 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებების განრიგი ცნობილია

MBFW თბილისის 23/24 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებების განრიგი ცნობილია

თბილისი მსოფლიო მოდის რუკაზე ბრუნდება, 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური მოვლენა თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული ბრუნდება. ორსეზონიანი პაუზის შემდეგ, მოდის კვირეული განახლებული ძალებით, საინტერესო სიახლეებითა და ახალი თაობის შემოქმედებით ბრუნდება.

2023 წლის Met Gala-ს საუკეთესო ვინტაჟური ლუქები

2023 წლის Met Gala-ს საუკეთესო ვინტაჟური ლუქები

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში, დიდხანს ნანატრი მოდის დღესასწაული გაიმართა, 2023 წლის Met Gala-ს თემატიკიდან გამომდინარე, ყველას ერთი სული გვქონდა გვენახა, რას შემოგვთავაზებდნენ ცნობილი ადამიანები კარლ ლაგერფელდის და მისი გენიალური შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის

Met Gala-ს ისტორია: გზა საქველმოქმედო საღამოდან მოდის უდიდეს მოვლენამდე

Met Gala-ს ისტორია: გზა საქველმოქმედო საღამოდან მოდის უდიდეს მოვლენამდე

Met Gala იმ მოცემულობით, რომლითაც მას ახლა ვიცნობთ, მოდის სამყაროსა და პოპ კულტურაში, ყველაზე მნიშვნელოვანი კოსტიუმურებული ღონისძიებაა, რომელიც ტრადიციისამებრ, მაისის პირველ ორშაბათს იმართება და რამდენიმე საათის განმავლობაში მსოფლიო მოვლენათა ეპიცენტრად იქცევა ხოლმე. მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არ იყო, ცნობილი ადამიანებით მოფენილ წითელ ხალიჩამდე

ფეხსაცმელი, რომელიც ანნა ვინტურს 90-იანი წლებიდან გაუხდელად აცვია

ფეხსაცმელი, რომელიც ანნა ვინტურს 90-იანი წლებიდან გაუხდელად აცვია

მთელმა სამყარომ იცის, რომ ცნობილი მოდური გამოცემის, VOGUE-ის რედაქტორის, ანნა ვინტურის ხელწერა მისი შეუცვლელი ვარცხნილობაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოდის ყველაზე კრიტიკული შემფასებლის კიდევ ერთი ამოჩემება ფეხსაცმლის კონკრეტული მოდელია, რომელიც ანნას 90-იანი წლების შემდეგ გაუხდელად აცვია.

PROFBEAUTY: აღმოაჩინეთ პრემიუმ ხარისხის პროფესიონალური პროდუქტები ერთ პლატფორმაზე

PROFBEAUTY: აღმოაჩინეთ პრემიუმ ხარისხის პროფესიონალური პროდუქტები ერთ პლატფორმაზე

კომპანია Profbeauty საქართველოში 13 წლის წინ გამოჩნდა და პროფესიონალურ სექტორში მალევე დაიმკვიდრა სახელი, როგორც უმაღლესი ხარისხის ბრენდების პროდუქციის, ერთ-ერთმა საუკეთესო მომწოდებელმა. წლებთან ერთად გაიზარდა როგორც Profbeauty-ს ასორტიმენტი აგრეთვე მასზე მოთხოვნაც, საჭირო გახდა ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც კომპანიას ფართო აუდიტორიამდე სწრაფად და მოხერხებულად გაიყვანდა, სწორედ ასეთი აღმოჩნდა ონლაინ პლატფორმა Profbeauty.ge,

მარგო რობისა და რაიან გოსლინგის კოორდინირებული ვარდისფერი ჩაცმულობა CinemaCon-ზე

მარგო რობისა და რაიან გოსლინგის კოორდინირებული ვარდისფერი ჩაცმულობა CinemaCon-ზე

Barbie-ს შემოქმედებითი და სამსახიობო გუნდი წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა. გასაკვირი არავისთვის ყოფილა ის ფაქტი, რომ მარგო რობი და რაიან გოსლინგი ეკრანიდან გადმოსულ პერსონაჟებს ბარბისა და კენს ჰგავდნენ. მარგომ ვარდისფერი კუბოკრული ორეული მოირგო Prada-სგან, რომელსაც ამავე ფერის Christian Louboutin-ის ფეხსაცმელები შეუხამა. რაიანმა კი Barbie-ს ფონტით Greta Gerwig-ის წარწერიანი მაისური და ვარდისფერი ჟაკეტი მოირგო.

ლუკა მიქაძის ხელით მოხატული სამოსი და დებიუტი MBFW TBILISI-ზე

ლუკა მიქაძის ხელით მოხატული სამოსი და დებიუტი MBFW TBILISI-ზე

ლუკა მიქაძე ყოფილი ფეხბურთელი და მოქმედი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც საკუთარი სახელი მოდის სამყაროსთან, სულ რამდენიმე წლის წინ გააიგივა, მაშინ, როდესაც მივიწყებულ ბავშვობის ჰობს - ხატვას მიუბრუნდა და ის ხელახლა აღმოაჩინა. ტილოდან ლუკამ მალევე სამოსზე გადაინაცვლა და ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტის - ხელით მოხატული სამოსის შექმნა დაიწყო.

სოფია რიჩის ზღაპრული ქოწრილი საფრანგეთში და  CHANEL-ის სამი საპატარძლო კაბა

სოფია რიჩის ზღაპრული ქოწრილი საფრანგეთში და CHANEL-ის სამი საპატარძლო კაბა

სოფია რიჩი და ელიოტ გრენჯი გასულ კვირას საფრანგეთში, Hotel du Cap-Eden-Roc-ში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში დაქორწინდნენ. 24 წლის მოდელი და დიზაინერი, რომელიც ასევე ლეგენდარული მომღერლის ლაიონელ რიჩის უმცროსი შვილია, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ზღაპრულად გამოიყურებოდა, სოფიამ არა ერთი არამედ სამი საპატარძლო კაბა მოირგო, სამივე მათგანი Chanel-მა ექსკლუზიურად მისთვის შექმნა.

ზევით