სიახლეები

უილ სმიტი კრის როკს ბოდიშს საჯაროდ უხდის

უილ სმიტი კრის როკს ბოდიშს საჯაროდ უხდის

აკადემიის პრიზების დაჯილდოების ინციდენტის შემდეგ, რომელმაც მთელი სამყარო აალაპარაკა, უილ სმიტი კრის როკს პირდაპირ ეთერში სილის გარტყმისთვის ბოდიშს უხდის. ბოდიშის წერილი უილ სმიტმა Instagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ხუმრობამ მისი ცოლის მისამართით, ის წყობიდან გამოიყვანა და ძალიან რცხვენია ამ საქციელის.

ფოტოპროექტი „ჩვენ ერთ ნავში ვართ“ უკრაინის მხარდასაჭერად

ფოტოპროექტი „ჩვენ ერთ ნავში ვართ“ უკრაინის მხარდასაჭერად

რუსეთ-უკრაინის ომის გამოცხადების დღიდან-დღემდე, ქართველი ხალხი უკრაინელ ერს უსაზღვრო მხარდაჭერას უცხადებს. იმის საჩვენებლად, რომ უკრაინელების ტკივილი დღეს ჩვენი ტკივილია და ქართველებს ისე, როგორც სხვას არავის კარგად ესმით რისი გადატანა უწევთ ამ 1 თვის განმავლობაში უკრაინელებს, სპონტანურად ფოტოპროექტი „ჩვენ ერთ ნავში ვართ“ დაიგეგმა.

HBO-მ And Just Like That-ს მეორე სეზონი დაუმტკიცა

HBO-მ And Just Like That-ს მეორე სეზონი დაუმტკიცა

ახლა უკვე ოფიციალურად,  HBO Max-მა გასულ ღამეს დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სერიალის Sex and the City-ს სექუელი And Just Like That, რომელიც არც ორიგინალის მსგავსი პოპულარობით და არც აღიარებით არ სარგებლობს, მე-2 სეზონით გაგრძელდება.

„გახდი ცვლილება - შექმენი ჭკვიანი და მდგრადი საზოგადოება“

„გახდი ცვლილება - შექმენი ჭკვიანი და მდგრადი საზოგადოება“

გაინტერესებს მდგრადი განვითარება, მეწარმეობა და ინოვაციები? მაშინ აუცილებლად დაინტერესდებით პროექტით „გახდი ცვლილება - შექმენი ჭკვიანი და მდგრადი საზოგადოება“, რომელიც სწორედ ახლა იწყება და ანტრეპრენერთა ასოციაციის, სტეინბეის ინოვაციების ცენტრისა და ABCD ინოვაციების ცენტრის მიერ ხორციელდება.

„სუხიშვილები“ უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ

„სუხიშვილები“ უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 28, 29 და 30 მარტს კლასიკური პროგრამით, უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტს წარმოგვიდგენს. 3-დღიანი კონცერტი საქველმოქმედო ხასიათის იქნება და ბილეთებიდან შემოსული თანხა საქართველოში უკრაინის საელჩოს ანგარიშზე გადაირიცხება, რომელიც შემდგოში მიზნობრივად მოხმარდება დაზარალებულებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ

ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ

ევროპარლამენტის წევრებმა ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელი ერი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ნობელის კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილს ხელს 36 ევროპელი პოლიტიკოსი აწერს, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი 30 მარტამდე საგრძნობლად გაიზარდოს.

რუსეთში „ინსტაგრამის“ ანალოგი „როსგრამი“ ამოქმედდება

რუსეთში „ინსტაგრამის“ ანალოგი „როსგრამი“ ამოქმედდება

რუსეთში Instagram-ის ერა დასრულდა, თუმცა rossgram.ru-სი მხოლოდ ახლა იწყება. დიახ, მას შემდეგ, რაც რუსეთის მთელ ტერიტორიაზე Instagram დაიბლოკა, რაც ქვეყანას დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაუჯდება, მარკეტოლოგი ალექსანდრ ზობოვი აცხადებს, რომ სულ მალე რუსებისთვის „როსგრამი“ ჩაეშვება.

„ზელენსკის ეფექტი“ და ემანუელ მაკრონის ახალი სტილი

„ზელენსკის ეფექტი“ და ემანუელ მაკრონის ახალი სტილი

​ „ზელენსკის ეფექტი“ ასე უწოდა BFM-ის ჟურნალისტმა რაფაელ გრაბლიმ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკანასკნელ გამოჩენას. გასულ კვირას, ელისეის სასახლეს პრეზიდენტი, აქტუალური თემების განსახილველად და რამდენიმე მნიშვნელოვანი ზარის განსახორციელებლად ესტუმრა, თუმცა რუტინული საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულების პარალელურად ყველას, თვალი ემანუელ მაკრონის უჩვეულო ჩაცმულობამ მოჭრა.

კემბრიჯის ჰერცოგებმა უკრაინელების შემოწირულებების შეფუთვაში მიიღეს მონაწილეობა

კემბრიჯის ჰერცოგებმა უკრაინელების შემოწირულებების შეფუთვაში მიიღეს მონაწილეობა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ყველაფერს აკეთებენ რუსეთის შეჭრით დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად. გუშინ, 9 მარტს, პრინცი უილიამმა და ქეით მიდლტონმა შუადღე შემოწირულობების დახარისხებასა და მათ შეფუთვაში გაატარეს, რათა იმპერიული რუსეთის სისხლისმღვრელი ომის შედეგად დაზარალებულების დახმარებაში უშუალო წვლილი პირადად შეეტანათ.

ჯიჯი ჰადიდი მოდის კვირეულის შემოსავალს უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს

ჯიჯი ჰადიდი მოდის კვირეულის შემოსავალს უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს

ერთ-ერთი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი, მოდის კვირეულებიდან მიღებულ შემოსავალს სრულად უკრაინის ფონდში გადარიცხავს. ჯიჯიმ ამ გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

ზევით