საზოგადოება

უკრაინა, საქართველო შენ გვერდითაა!

უკრაინა, საქართველო შენ გვერდითაა!

ომის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში, Spend 4 seasons in Georgia-ს Facebook ჯგუფი იმ ადამიანებსა და კომპანიებს დაეთმო, რომლებიც მზად იყვნენ, რაიმე ფორმით დახმარებოდნენ უკრაინელ მეგობრებს. განცხადების გამოჩენისთანავე კამპანიამ მასშტაბური სახე მიიღო, ერთი დღის განმავლობაში ქართველმა მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა უანგაროდ დაეთმო საცხოვრებელი, საკვები, მედიკამენტები გასაჭირში მყოფი ერისთვის, ბევრმა სისხლის დონაციის გადაწყვეტილებაც კი მიიღო უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.

პუტინის მეგობარი ვალერი გერგიევი ვენის ფილარმონიულ ორკესტრს აღარ უდირიჟორებს

პუტინის მეგობარი ვალერი გერგიევი ვენის ფილარმონიულ ორკესტრს აღარ უდირიჟორებს

კარნეგი ჰოლის და ვენის ფილარმონიულ ორკესტრის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, რუსი დირიჟორი ვალერი გერგიევი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტიც ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია, აშშ-ის ტურნეში ვენის ფილარმონიულ ორკესტრს აღარ უხელმძღვანელებს. ცვლილების მიზეზი რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და ომის გამოცხადება გახდა.

მეგანი & ჰარი: „ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ“

მეგანი & ჰარი: „ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ“

უკვე მეორე დღეა, რაც უკრაინას ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან რუსეთი თავს დაესხა, ევროპის შუაგულში ამ წუთებში ომი მიმდინარეობს და სანამ ვლადიმერ პუტინი უტიფრად აცხადებს, რომ უკრაინამ მას სხვა გამოსავალი უბრალოდ არ დაუტოვა, მსოფლიოს მისი ტყუილების არ სჯერა.

დიდი ძმის ბოროტი თამაში

დიდი ძმის ბოროტი თამაში

24 თებერვალს, დაახლოებით დილის 5 საათზე, მოხდა ის, რაც მსოფლიოს არ გაჰკვირვებია. კრემლი თავს დაესხა მეზობელ უკრაინას და ამ წუთებშიც აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. დაიბომბა არაერთი  ქალაქი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

მაინც რა არის NFT?

მაინც რა არის NFT?

თუკი ციფრულ სამყაროში თავით-ფეხებამდე გადავეშვით და მეტავერსიც იმაზე რეალურია ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა, დროა ამ სამყაროს თავისი ფასი დავადოთ, დღეს ამისათვის ყველაზე რეალურ შესაძლებლობას NFT გვაძლევს, დიახ, ბოლო დროს ყველაზე პოპულარული სასაუბრო თემა და უბრალოდ საკითხი, რომელმაც მსოფლიო გადარია. მაინც რა არის NFT?

ნობელის პრემიის 8 ლაურეატი, რომელმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა

ნობელის პრემიის 8 ლაურეატი, რომელმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა

ნობელის პრემიის საუკუნეზე უფრო დიდი ისტორიის, კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში მიღებული ათასზე მეტი ჯილდოს ფონზე, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ იცვლება და ამაში ნობელის პრემიის ლაურეატებს უდიდესი წვლილი მიუძღვით.

ალიონა შიშიგინა Nail Bar #1-ის შექმნისა და განვითარების ისტორიას გვიამბობს

ალიონა შიშიგინა Nail Bar #1-ის შექმნისა და განვითარების ისტორიას გვიამბობს

დღეს სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სექტორია საქართველოში, რომელსაც ასიათასობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს. ამ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება საკმაოდ რთული საქმეა და კიდევ უფრო რთულია იყო #1 შენს საქმეში და ეს სტატუსი ძალიან დიდი ხნით ამაყად შეინარჩუნო. დღეს, პირველობისთვის შექმნილი ფრჩხილის სალონის Nail Bar #1-ის შესახებ უნდა გიამბოთ, რომლის ისტორია 2015 წელს იწყება და 6 წლის შემდეგ ქვეყანაში უმაღლესი სტანდარტის მომსახურებასთან ასოცირდება.

ერეკლე გეწაძე: „ბავშვობიდან ყველა ხმას გონებაში მელოდიად ვაქცევდი და ვიმახსოვრებდი“

ერეკლე გეწაძე: „ბავშვობიდან ყველა ხმას გონებაში მელოდიად ვაქცევდი და ვიმახსოვრებდი“

„ელექტრონავტი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ის უიშვიათესი დაჯილდოებაა საქართველოში, რომელიც არასდროს კარგავს მნიშვნელობას და ხარისხს“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქართული ელექტონული მუსიკის, რიგით მე-12 დაჯილდოების მთავარი ნომინაციის გამარჯვებულმა და წლის „ელექტრონავტმა“ ერეკლე გეწაძემ.

ზევით