8 ქალი, რომელმაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შექმნაში მიიღო მონაწილეობა
#WOMEN POWERადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო. ეს გახლდათ დოკუმენტი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველად, შეიცავდა საყოველთაობის პრინციპით განმტკიცებულ და ინდივიდუალურ კონტექსტში მოაზრებულ ადამიანის უფლებებს. მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შიშით შეპყრობილმა საზოგადოებამ მომავალში, წინ გაიხედა და გადადგა ნაბიჯი, რომელიც თანამედროვე სამყაროს ხედვებს უსწრებდა წინ.