ცნობილები

ანჯელინა და The Weekend?! - Hollywood ახალ წყვილზე ალაპარაკდა

ანჯელინა და The Weekend?! - Hollywood ახალ წყვილზე ალაპარაკდა

ანჯელინა ჯოლი და მუსიკოსი - The Weekend რომანტიკულ ვახშამზე დააფიქსირეს. ოსკაროსანი მსახიობისა და მომღერლის ფოტოები, რომლებიც LA-ში მდებარე ელიტარული რესტორნის დატოვებისას არის გადაღებული, The Sun-მა გაავრცელა.

ქალი საოცრება სამგზის დედაა - გალ გადოტი ახალდაბადებული ქალიშვილის ფოტოს გვიზიარებს

ქალი საოცრება სამგზის დედაა - გალ გადოტი ახალდაბადებული ქალიშვილის ფოტოს გვიზიარებს

მსახიობი - გალ გადოტი მესამე შვილის დედა გახდა. ლამაზმანს და მის მეუღლეს, იარონ ვარსანოს გოგონა შეეძინათ, რომელსაც დანიელა დაარქვეს. გადოტმა თაყვანისმცემლებს Instagram-ის საშუალებით ოჯახური ფოტო გაუზიარა, რომელზეც წყვილი სამივე ქალიშვილთან ერთადაა აღბეჭდილი.

სტუმრად ლოს-ანჯელესში - კარა დელევინის ზღაპრულ სახლში

სტუმრად ლოს-ანჯელესში - კარა დელევინის ზღაპრულ სახლში

სუპერმოდელმა და მსახიობმა, კარა დელევინმა, დედისგან მემკვიდრეობით, არა მხოლოდ მომხიბვლელი ვიზუალი და გასაოცარი გენები, არამედ ცხოვრებისეული ხედვებიც მიიღო. "ის ხშირად გვეუბნებოდა, თუ კი ამბბობ, რომ  მოწყენილი ხარ, მაშინ თავად ხარ მოსაწყენი" - როგორც ჩანს, ეს შეგონება კარასთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აღმოჩნდა, რადგან დელევინის ასოცირება მოსაწყენთან უბრალოდ შეუძლებელია.

ტრეისი ელის როსი Tiffany & Co-ს ახალი სახე გახდა

ტრეისი ელის როსი Tiffany & Co-ს ახალი სახე გახდა

თუ კი ტრეის ელის როსის შესახებ გსმენიათ, იცნობთ მის 25-წლიან სამსახიობო კარიერის ნიმუშებს, ან სულაც თვალს ადევნებთ მის აქტივობას სოციალურ ქსელში, მაშინ გეცოდინებათ, რომ ტრეისი და მოდა განუყრელნი არიან. გავიხსენოთ თუნდაც AMA-ს როსის ჩაცმულობა, სანამ ის ღონისძიების წამყვანად მოგვევლინა, ან Met Gala-ს დაუვიწყარი კოსტუმები, რომ არაფერი ვთქვათ მსახიობის წითელი ხალიჩის სტილზე.

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტია

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტია

ქართველი მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტთა შორის მოხვდა, საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერ და გამორჩეულ ოპერის მომღერლებს აერთიანებს.

დემნა გვასალია Forces of Fashion-ის სპიკერად მოგვევლინება

დემნა გვასალია Forces of Fashion-ის სპიკერად მოგვევლინება

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, რომელიც ამ პოზიციას 2015 წლიდან ამაყად იკავებს, გაჩერებას არ აპირებს და ამჯერად ფრანგული მოდის სახლთან ერთად Haute Couture სადებიუტო კოლექციისთვის ემზადება. დემნამ, მისხალ-მისხალ შეისწავლა კრისტოფერ ბალენსიაგას სილუეტები და ამაღელვებელ პირველ კოლექციაზე სასაუბროდ ყოველწლიურ მოდურ კონფერენციას უერთდება.

Balenciaga Clones: 2022 წლის SS კოლექცია წარმოსახვისა და რეალობის გზაგასაყარზე

Balenciaga Clones: 2022 წლის SS კოლექცია წარმოსახვისა და რეალობის გზაგასაყარზე

დემნა გვასალიამ მომდევნო სიურეალისტური ჩვენება შემოგვთავაზა, Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა 2022 წლის გაზაფხულის ვირტუალური ჩვენება წარმოგვიდგინა, რომელიც წარმოსახვისა და რეალობის გზაგასაყარზე იმყოფება. ეს გაყალებული მოდის ჩვენებაა, რასაც ონლაინ ვხედავთ სიმართლეს არასდროს შეესაბამება, მაშინ რა არის ნამდვილი და რა ყალბი? - დემნა გვასალია

ქეით უინსლეტი L'Oréal Paris-ის ახალი სახეა

ქეით უინსლეტი L'Oréal Paris-ის ახალი სახეა

HBO-ს ახალ წარმატებულ პროექტში Mare of Easttown-ში გამოჩენისა და მაყურებლის სრულად მონუსხვის შემდეგ, ქეით უინსლეტი დროს საკუთარ თავსა და სილამაზეს უთმობს და ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის L'Oréal Paris-ის ახალ სახედ გვევლინება და ისეთ სახელებს უერთდება, როგორებიც ვაიოლა დევისი, ევა ლონგორია და ჯემა ჩანი არიან.

ბლეიკ ლაივლის იდეალური საზაფხულო კაბა Mango-სგან

ბლეიკ ლაივლის იდეალური საზაფხულო კაბა Mango-სგან

ცნობილი ადამიანები სტილის შთაგონების საუკეთესო წყაროები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ისეთ დახვეწილ და გემოვნებიან ქალს ეხება, როგორიც ბლეიკ ლაივლია. რამდენიმე დღის წინ, პაპარაცებმა ბლეიკი იდეალურ საზაფხულო კაბაში გამოწყობილი დააფიქსირეს, მალევე გაირკვა, რომ ულამაზესი პრინტიანი კაბა Mango-ს ახალი კოლექციის ნაწილი გახლდათ.

სოფი ტერნერი HBO-ს ახალ პროექტში მიიღებს მონაწილეობას

სოფი ტერნერი HBO-ს ახალ პროექტში მიიღებს მონაწილეობას

ჩრდილოეთის დედოფალი მშობლიურ HBO-ს არხს უბრუნდება. სოფი ტერნერი, Game of Thrones-ის რვა სეზონის ვარსკვლავი, The Staircase-ის სამსახიობო გუნდს უერთდება, ლიმიტირებული სერიების შოუს, რომელიც მაიკლ პეტერსონის ნოველის მიხედვით იქნება გადაღებული.

ზევით