„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიხსნა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
#მუსიკათბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში, რიგით მეშვიდე „თბილისის ბაროკოს ფესტივალს“ გამართავს. მსოფლიო პანდემიის მიერ მოყენებული ზარალის შემდეგ, 2021 წლის ფესტივალი დიდი შემართებითა და სიურპრიზებით გაიხსნა და წინ მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც გვპირდება.