„ძალა ერთობაშია“: საზაფხულო ბანაკი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ბავშვებისთვის
#საზოგადოებასაქართველოს საოკუპაციო ზოლთან, ხურვალეთის, ატოცის, ვარიანისა თუ გუგუთიანთკარის სოფლებში ასობით ბავშვი ცხოვრობს, რომელთა თვალებში ვარსკვლავების აკაშკაშება და მუცლებში პეპლების ტრიალი, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. „ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ მათი წარსული, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ მათი მომავალი“ - ამ სლოგანით გაერთიანდნენ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რათა სულ მცირე 24 ბავშვის ცხოვრება მაინც შეცვალონ უკეთესობისკენ.