ცნობილები

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

ქართველი მეცოსოპრანოს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა, ანიტა რაჭველიშვილი და მისი მეუღლე ოთარ მაისურაძე მშობლები გახდნენ, წყვილს პირველი ქალიშვილი ლილეანა მაისურაძე შეეძინა. სიახლე გამოცემა 𝐎𝐏𝐄𝐑𝐀 𝐂𝐡𝐚𝐫𝐦-მა Instagram-ის მეშვეობით გვამცნო და წყვილს ლილეანას გაჩენა მიულოცა.

ნუთუ მონასტერი აირია? ყვითელი მედია მეგან ფოქსისა და MGK-ის დაშორებაზე ალაპარაკდა

ნუთუ მონასტერი აირია? ყვითელი მედია მეგან ფოქსისა და MGK-ის დაშორებაზე ალაპარაკდა

ნუთუ ბოლო დროის ყველაზე განხილვადი ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა? დასავლური ყვითელი მედია მეგან ფოქსისა და Machine Gun Kelly-ის დაშორების შესახებ ალაპარაკდა. ამ ჭორის გაჩენის მიზეზი კი American Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე მუსიკოსის ქალიშვილთან ერთად გამოჩენა გახდა.

„გამარჯობა გელა“ - ნანა ჩარკვიანის წერილი გელას

„გამარჯობა გელა“ - ნანა ჩარკვიანის წერილი გელას

9 ნოემბერს, თბილისში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, პედაგოგი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის მფლობელი გელა ჩარკვიანი. ყოველი მომდევნო რეგალია და წოდება გელას ცხოვრებაში მხოლოდ ნაწილი იყო იმ დიდებული პიროვნებისა, რომელიც საქართველომ რამდენიმე დღის წინ დაკარგა.

თაღლითები და უხამსი შეთავაზებები: ემილი რატაკოვსკის პირადი ისტორია

თაღლითები და უხამსი შეთავაზებები: ემილი რატაკოვსკის პირადი ისტორია

რობინ ტრიკის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდების შემდეგ, ამერიკელი სუპერმოდელი ემილი რატაკოვსკი, ავტობიოგრაფიულ წიგნში My Body არა ერთ ცხოვრებისეულ დეტალზე გვესაუბრება, რომელიც მოდელს კარიერის ადრეულ ეტაპზე, 19 წლის ასაკში გადახდა თავს. პირველი ნაცნობები დიდ ქალაქში და გოგოები, რომლბსაც მარტივად დაუმეგობრდა, საშას ნაცნობები აღმოჩნდნენ, რომელიც მდიდარ მამაკაცებსა და ახალგაზრდა მოდელებს აკავშირებდა ერთმანეთთან.

სად არიან ტყუპი ოლსენები? მერი ქეითის და ეშლის გასაიდუმლოებული ცხოვრება

სად არიან ტყუპი ოლსენები? მერი ქეითის და ეშლის გასაიდუმლოებული ცხოვრება

მანამ, სანამ Avengers-ის მოყვარულები ელიზაბეტ ოლსენს ვანდა მაქსიმოვის როლით შეიყვარებდნენ, მილენიალები ჯერ კიდევ მის უფროს დებს - ტყუპ ოლსენებს მივტიროდით. მერი-ქეითი და ეშლი ოლსენები, რომელთა კარიერაც 7 თვის ასაკში, ცნობილი სიტკომით - Full House დაიწყო, ეკრანებს თინეიჯერობის ასაკში ჩამოშორდნენ და საკუთარი ძალები მოდის ინდუსტრიისკენ მიმართეს.

ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა

ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა

გაეროს ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი და აქტივისტი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა, მალალას რჩეული ასერ მალიკია. წყვილმა ბირმინგემში, ტრადიციულ ისლამურ ცერემონიაზე, ოჯახის წევრების გარემოცვაში იქორწინა. სიახლე მალალამ მილიონობით გამომწერს Twitter-ის მეშვეობით გაუზიარა და ამცნო, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

სალომე ღვინიაშვილის მაგია სცენაზე

სალომე ღვინიაშვილის მაგია სცენაზე

ათწლიანი ლოდინის შემდეგ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთერში მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი გამოჩნდა. მის მეწყვილეობას ლევან ახვლედიანი ითავსებს. წყვილმა პირველ ცეკვად ცეცხლოვანი და მომაჯადოებელი ტანგო წარმოგვიდგინა, ულამაზესმა სალომემ ქარიზმის, შარმისა და გრაციოზულობის წყალობით ეს ამპლუა იდეალურად მოირგო და შავ კაბაში გამოწყობილმა ნამდვილად დღის ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი შეასრულა.

როგორ დავგეგმოთ დღე გვინეტ პელტროუს მსგავსად

როგორ დავგეგმოთ დღე გვინეტ პელტროუს მსგავსად

გვინეტ პელტროუ თანამედროვე ველნეს სამყაროს ნამდვილი გურუა, ვებ-გვერდის Goop-ის დამსახურებით, მსახიობი მილიონობით ქალს აძლევს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიყვარონ საკუთარი სხეული და გაუფრთხილდნენ მას, თუმცა ეს გვინეტის ერთადერთი მოვალეობა ნამდვილად არ გახლავთ, ის მზრუნველი დედა, ბედნიერი ქალი, წარმატებული მსახიობი და ბიზნესვუმენია, რომლის დღე ყოველთვის წინასწარაა გაწერილი.

ანი ფხაკაძე დაინიშნა #SheSaidYes - ვის მიყვება ცოლად ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი

ანი ფხაკაძე დაინიშნა #SheSaidYes - ვის მიყვება ცოლად ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი

Instagram სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქართველი გოგონა და ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი - ანი ფხაკაძე ცხოვრებაში ახალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის ოჯახის შექმნისთვის ემზადება. რამდენიმე საათის წინ ანიმ, სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლე გვამცნო, ის და მისი რჩეული ამური დე სადელიერი დაინიშნენ.

ანჯელინა შვილების ერთპიროვნულ მეურვედ რჩება, ბრედის შუამდგომლობა უარყოფილია

ანჯელინა შვილების ერთპიროვნულ მეურვედ რჩება, ბრედის შუამდგომლობა უარყოფილია

კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ, ბრედ პიტის საჩივარი მეურვეობის საქმის განახლების შესახებ უარყო, ანჯელინა ჯოლი რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულია - ის შვილების სრულ მეურვედ რჩება და ბრედს მხოლოდ მისი ნებართვით შეეძლება ბავშვებთან ურთიერთობა.

ზევით